პოლიტიკა

,,მაინტერესებს, ზემოთხსენებული მოხელე რაში იღებს ხელფასს?”

,,მე კანონი ვარ მხოლოდ ჩემი წრის ხალხისთვის, არა ყველასთვის”_ ფრიდრიხ ნიცშე.

ბორჯომის მერიაში, როგორც ჩანს, ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი ჯერ არ მოქმედებს, ან უბრალოდ, ამ კანონს მხოლოდ მაშინ იყენებენ, როცა მათ ინტერესში შედის. თუ რატომ, ამაზე ქვემოთ.

მოკლედ, მინდა მოგახსენეოთ მეგობრებო ბორჯომის მუნიციპალიტეტის მერიის მიერ წერილობით განცხადებებზე, პასუხების გაცემის ,,ოპერატიულობაზე” და შესაბამისად კანონმდებლობის ზედმიწევნით ,,დაცვის” შესახებ.

N1 განცხადება

.

ქვემოთ წარმოდგენილი განცხადებით, ბორჯომის მერიას ჯერ კიდევ 2017 წლის 13 დეკემბერს მივმართე, რომელზეც ოფიციალური პასუხი ამ დრომდე, როგორც თქვენ, მკითხველებს არ მიგიღიათ მათგან, ისე მე. ამის შესახებ განცხადება გავაკეთე ადგილობრივი ტელევიზიითაც, საკრებულოს სხდომაზე მივაწოდე ინფორმაცია მერის მოადგილეს და ჩაინიშნა. ასევე, ინფორმაცია აქვთ საკრებულოს ხელმძღვანელ პირებსაც, რომ უკვე მეშვიდე თვე იწურება და არანაირი წერილობით პასუხი არ ჩანს.

როგორც, კანცელარიაში განმიმარტეს, აღნიშნული წერილი აწერია მერიის ზედამხედველეობის სამსახურის უფროსის მოვალეობის შემსრულებელს, ზურაბ ჩხაიძეს.

N2 განცხადება

.

N2 განცხადებაც კანცელარიის განმარტებით აწერია შესასრულებლად მერიის ზედამხედველობის სამსახურის უფროსის მოვალეობის შემსრულებელს ზურაბ ჩხაიძეს.

N3 განცხადება

.

N3 განცხადებაც აწერია მერიის ზედამხედველობის სამსახურის უფროსის მოვალეობის შემსრულებელს, ზურაბ ჩხაიძეს.

მრჩება შთაბეჭდილება, ეს არის მერიის ოფიციალური პოზიცია და დამოკიდებულება საკრებულოს დეპუტატებისა და ფრაქციის მიმართ ან მათზე დაქვემდებარებული მოხელის უპასუხისმგებლო და კანონდარღვევა. მისი ქმედება მნიშვნელოვნად შეურაცხყოფს კანონის სავალდებულო მოთხოვნებს და მერიის მიერ გაცხადებულ გამჭირვალე და კანონიერ საქმიანობას. არადა, რამდენიმე თვის წინ, მუხლჩაუხრელი შრომისათვის ხელფასის მატების გამო აქციებს მართავდა მერია. მე მაინტერესებს ზემოთ ხსენებული მოხელე, რაში იღებს გაზრდილ ხელფასს, რომლისთვისაც კანონი და მოხელის ვალდებულება სხვადასხვა სართულებზეა განთავსებული. თქვენ წარმოიდგინეთ, როგორი დამოკიდებულებით გამოირჩევიან საკრებულოს ოპოზიციური დეპუტატების მიმართ და რიგითი მოქალაქეების წერილების პასუხების მოძიებას არქეოლოგიური გათხრებით თუ მოიძიებთ, მით უფრო, თუ ის აწერია ზედამხედველობის სამსახურს.

აქვე დავამატებ, იმ ყბადაღებული, ,,სილამაზის” ხიდის და არამხოლოდ მისი, დღევანდელი მდგომარეობა, მასზე ჩატარებული სამუშაოები, მისი ხარისხიანობის შესწავლა და დასკვნა უშუალოდ ამ სამსახურის კომპეტეცია იყო და კი ხედავთ, როგორი ჩაბარებულიც აქვთ, მათ შორის ზურაბ ჩხაიძეს, რომელიც ამ უპასუხისმგებლო და კანონდარღვევებით გამოურჩევია მერიას და რიგითი სპეციალობიდან ზედამხედველობის სამსახურის უფროსის მოვალეობაც დაუკისრებიათ.

ეს არაა მარტო მეგობრებო, წერილები კიდევ მაქვს. ისევ იმავე სამსახურს და მოხელეს უნდა გაეცა კანონით დადგენილი წესით და ვადებით პასუხები.  ნელ-ნელა გამოვაქვეყნებ ამ წერილებს. ასევე მოუწოდებ არასამთავრობო ორგანოებს, მედია საშუალებებს, დაინტერესდნენ აღნიშნული თემით. მივმართა მერს, მიიღოს შესაბამისი ზომები აღნიშნული მოხელის მიმართ. პირადად დავიწყებ დღეიდან იმ მოქალაქეების მოძიებას, რომელთა განცხადებებიც დღემდე უპასუხოდაა დატოვებული და ყოველდღიურად გამოვაქვეყნებ აღნიშნულ დარღვევებზე მასალებს.
ისე, მეტი სიზუსტისთვის ვურთავ ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის დადგენილ მოთხოვნებს _ განცხადებებს წერილობითი პასუხი ვალდებულების შესახებ.

 

Untitled
Untitled
ბაკურ გელაშვილი_ ბორჯომის საკრებულოს წევრი, ისტორიკოსი.
კომენტარები

მსგავსი სიახლეები

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
Close