საზოგადოება

ნათია ფანჯიკიძე: პარლამენტის წევრებმა რომ მოინდომონ აზროვნება, ვერ შეძლებენ

,,დედას ჯანმრთელობის პრობლემის გამო თვითონ არ შეეძლო პენსიის აღება, ჩვენ მისი პენსიის გამოტანა ხან დაგვეზარა, ხან ვერ შევძელით და თანაც ვფიქრობდით, დაუგროვდება და ერთად მივუტანთ, რა პრობლემაა თქო. ხო, რა თქმა უნდა, დედას წამლის და სხვა საჭიროებების უზრუნველსაყოფად შვილები მის პენსიას არ დავეძებთ, მაგრამ დედას თავმოყვარეობას ძალიან ამშვიდებს ის, რომ ორი კაპიკი საკუთარი მასაც აქვს.

ბევრი რომ არ გავაგრძელო, გადაწყვიტეს, რომ ამქვეყნად აღარაა და პენსია შეუჩერეს. აღსადგენად მთელი კვირაა დარბის ჩემი და. აღადგინა და აპრილში შეჩერებული პენსია როდის აღუდგება იცით? – ოქტომბერში! მარტოხელა პენსიონერები სიკვდილისთვის არიან განწირული. კანონი, რომლის მიხედვითაც მოქმედებს სახელმწიფო, სსრკ დროინდელია. ხვალინდელი დღის, გონიერი კანონების იმედის ილუზია რომ შევინარჩუნო, ტელევიზორს არ ვრთავ, რადგან საიმედოს პარლამენტარების ინტელექტუალური ჰაბიტუსის მიხედვით ვერაფერს ვგრძნობ. რომ მოინდომონ აზროვნება, ვერ შეძლებენ. ამიტომ ვერც ვადანაშაულებ. დამნაშავე ყოველი ჩვენგანია, რომ ხალხს, რომელთანაც ერთად ნახევარ საათს საინტერესოდ და აზრიანად ვერ გაატარებ, ქვეყნის მართვას ვანდობთ” _ წერს ნათია ფანჯიკიძე.

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
Close