პოლიტიკა

,,ჩემს წინააღმდეგ პოლიტიკური დევნა მიმდინარეობს ივანიშვილის ბრძანების საფუძველზე”

,,ჩემმა ბოლო დაკავების უტიფრობამ და რეკორდულმა ჯარიმა აჩვენა რომ ჩემ წინააღმდეგ პერსონალური პოლიტიკური დევნა უაშუალოდ ივანიშვილის ბრძანების საფუძველზე მიმდინარეობს !’ -განაცხადა  „ლეიბორისტული პარტიის“ ერთ-ერთი ლიდერმაი,, ლაშა ჩხარტიშვილმა.

დღეს, ადვოკატებთან ერთად გამართულ ბრიფინგზე, „ლეიბორისტული პარტიის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, ლაშა ჩხარტიშვილმა უშუალოდ ბიძინა ივანიშვილი და კახი კალაძე დაადანაშუალა მის წინააღმდეგ წარმოებულ პოლიტიკურ დევნაში. მან განაცხადა, რომ:

„ამ ეტაპზე ბოლო, უკანასკნელ თვეში უკვე მეორე და საერთო ჯამში ჩემი მე-13 პოლიტიკური ნიშნით დაკავებასთან დაკავშირებულმა გარემოებებმა საბოლოოდ დაადასტურა ჩემს მიმართ პერსონალური პოლიტიკური დევნის წარმოება, რომლის ბრძანებაც ბიძინა ივანიშვილის მიერაა გაცემული და რომელთან კახი კალაძესაც აქვს კავშირი.  აღნიშნულს მრავალი ფაქტი ადასტურებს, მათ შორის:

სულ 1 თვის ვადაში უკვე მეორედ გავხდი პოლიტიკური ნიშნით დაპატიმრების მსხვერპლი, ამჯერად სხვის აქციაზე დასწრების, სატელევიზიო ჩართვაზე ყოფნის გამო, თანაც აქციის დასრულების შემდეგ დამაკავეს. ამასთანავე, მთელი აქციის განმავლობაშ ჩემზე ზეწოლასა და პროვოცირებას ცდილობდა საპატრულო პოლიციის მაღალჩინოსანი, ვინმე გოგა მემანიშვილი, რომელმაც, მათ შორის ფიზიკური თავდასხმა, გამოხატვის თავიისუფლების შეზღუდვა და უკანონო დაკავება განახორციელა. განსაკუთრებული აღნიშვნის ღირსია სრულიად აბსრუდული ბრალდებაც, რომლის გამოც მოსამართლედ წოდებულმა, ვინმე ნინო თარაშვილმა 3000 ლარის ოდენობის ჯარიმა დამაკისრა, რაც საბავშვო „ატრაქციონზე შეჭრის მცდელობაში“ გამოიხატა. ასე, რომ „ლობიოს საქმის“ შემდეგ, ატრაქციონის საქმე. მის ფარგლებში არსებულ მრავალ დარღვევას შორის ასევე აღნიშვნის ღირსია, ადვოკატთან დაკავშირების უფლების შელახვა და მტკიცებულებათა გაყალბება-განადგურება. ერთ-ერთ ამგვარ ფაქტის ადასტურებს თავად შსს მიერ წარმოდგენილი, ერთადაერთი სამხრე კამერის ჩანაწერი,  რომელშიც ნათლად ჩანს თუ როგორ თიშავს პატრულ ინსპექტორი ლ.ყაველაშვილი სამხრე კამერას, სწორედ მაშინ, როცა ჩემზე ზეწოლას იწყებს მისი ხელმძღვანელი, გოგა მემანიშვილი. ბოლოს მინდა ვთქვა, რომ ჩემს მიმართ ზეწოლის მოტივაცია ივანიშვილს არასდროს აკლდა, მაგრამ როგორც ჩანს, მისთვის და კალაძისთვის ბოლო წვეთი მაინც, პოლიტიკური დევნის საკითხების შემსწავლელი კომისიის“ შექმნის ინიცირება და მაჩალიკაშვილის წინააღმდეგ გარემოვაჭრეთა გამოყენების მცდელობის ბინძური ოპერაციის განხორციელება აღმოჩნდა. საბოლოოდ, ამ საქმეს სტრასბურგში ისევე მოვიგებ, როგორც აქამდე კიდევ 2 პოლიტპატიმრობაზე, მაგრამ დარწმუნებული ვარ, გაცილებით ადრე, ივანიშვილსაც და მის დამნაშვეებს, საქართველოში, სამართლიანი სასამართლოს შექმნის პირობებში განსასჯელის სკამზე მოუწევს დასხდომა.

ლაშა ჩხარტიშვილის ადვოკატებმა ია სირანაშვილმა თავის გამოსვლაში ხაზი გაუსვა სამართალდამცავთა მხრიდან ჩადენილ დანაშალებებს და ჩხარტიშვილის წინააღმდეგ გამოგონილი „ბრალდების მტკიცებულებათა არ არსებობას. ლაშა შუკაკიძემ კი, რომელიც ასევე ლაშა ჩხარტიშვილის ადვოკატია განაცხადა, რომ მისი უფლებების აღსადგენად საჩივრები და სარჩელები შეტანილ იქნება მრავალ ორგანოში, მათ შორის, სააპელაციო სასამართლოში, პროკურატურაში და საკონსტიტუციო სასამართლოში.

Related Articles

Back to top button
Close