ლეიბორისტებმა კაზინოსთან სახრჩობელა მიიტანეს
ლეიბორისტული პარტიის ახალგაზრდულმა ორგანიზაციამ გამართა აქცია-პერფორმანსი კაზინო “აჭარა-ბეთთან” და დააანონსა აზარტული თამაშების წინააღმდეგ ფართო-მასშტაბიანი კამპანიის წარმოება. ქვეყანაში განსაკუთრებულად მომრავლებული სუიციდების რაოდენობის გამო, რომელთა დიდი ნაწილიც აზარტულ თამაშებთან არის კავშირში, ახალგაზრდა ლეიბორისტებმა კაზინოსთან სიმბოლურად მიიტანეს სახრჩობელა. როგორც ახალგაზრდული ორგანიზაციის წევრები აცხადებენ, აზარტულ თამაშებში ჩართულია ნახევარ მილიონზე მეტი ადამიანი, მათ შორის არასრულწლოვნები, რასაც ხელს უწობს აღნიშნული სექტორის აბსოლუტური უკონტროლობა და შესაბამისი საკანონმდებლო ბაზის არ-არსებობა. კამპანიის ფარგლებში მათი მიზანი იქნება აზარტული თამაშების რეკლამირებისა და პროპაგანდის აკრძალვა, არასრულწლოვანთა ჩართულობის პრევენცია და კაზინოების დასახლებული პუნქტებიდან მოშორებით გადატანა.