საზოგადოება

დაჭრილი მოზარდის მდგომარეობა მძიმეა, მას მეორე ოპერაცია ჩაუტარდება

ვერაზე დაჭრილ მოზარდს მეორე ოპერაცია ჩაუტარდება. ოპერაცია რამდენიმე წუთში დაიწყება. ამის შესახებ განცხადება ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ გააკეთა.

ზაზა სოფრომაძის განცხადებით, დაჭრილი მოზარდის მდგომარეობა მძიმეა. ის რეანიმაციულ განყოფილებაშია მოთავსებული და მედიკოსები მისი სიცოცხლის გადასარჩენად იბრძვიან.

“პაციენტი ნული წნევით შემოვიდა. სისხლი ფაქტობრივად არ ჰქონდა დარჩენილი და საოპერაციოში გულის მასაჟით შეიყვანეს. უკეთდებოდა ოპერაცია მაგისტრალურ ბარძაყის სისხლძარღვებზე. აქვს 14 ჭრილობა, აქედან 7 ძირითად ორგანოებზე. დაზიანებულია ღვიძლი და გულმკერდის არეც. პაციენტს აქვს ახალი სისხლი და რამდენად მიიღებს ორგანიზმი ამ სისხლს ამაზეა დამოკიდებული ყველაფერი. მეორე ოპერაცია რამდენიმე წუთში დაიწყება”,- განაცხადა რესპუბლიკური საავადმყოფოს დირექტორმა ავთანდილ იმედაძემ.

ამ დროისთვის კლინიკასთან იმყოფებიან დაჭრილი მოსწავლის ოჯახის წევრები, ახლობლები და მეგობრები. ისინი დეტალებზე საუბრისგან თავს იკავებენ. თუმცა, ერთ-ერთმა მშობელმა თქვა, რომ შემთხვევა სკოლისგან მოშორებით მოხდა. მათთვის ასევე უცნობია ჰქონდათ, თუ არა კონფლიქტი დაჭრილსა და გარდაცვლილ მოზარდებს.

დღეს თბილისის ცენტრში, ვერაზე ორი არასრულწლოვანი დაჭრეს. გავრცელებული ცნობით, 51-ე სკოლასთან მომხდარი შემთხვევისას ცივი იარაღით ერთი მოსწავლე მუცლის, მეორე კი ფეხის არეში იყო დაჭრილი. ერთი მოზარდი საავადმყოფოში მიყვანამდე გარდაიცვალა.

შსს-მ ფაქტზე გამოძიება განზრახ მკვლელობის მუხლით დაიწყო.

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
Close