საზოგადოება

,,კოლეგა ოპიზიციონერი ციხეში ჩატოვეთ ისე, რომ არც კი გცოდნიათ, რას აწერდით ხელს”

,,ის ხომ ზუსტად იცოდით, პარლამენტში შევარდნა როგორ უნდა მოგეხერხებინათ..."

აი, მართლა რას , როდის და როგორ მოაწერეთ ხელი?!
ახლა ამბობთ, რომ არ იცოდით, რომ “თვალებისდამთხრელებსაც” შეეხებოდათ ამნისტია!!!!!!!!!
დროზე ადრე-ნაადრევად , ხარვეზებით და “ხვრელებით “სავსე , არასრულფასოვან დოკუმენტზე ისე მოაწერეთ ხელი, რომ კოლეგა ოპიზიციონერი ციხეში ჩატოვეთ ისე, რომ არც კი გცოდნიათ თურმე რას აწერდით ხელს, რადგან მშვენივრად იცოდით, რომ ამნისტიას, რომელიც “თვალებისდამთხრელებს” შეეხება, ხალხი და თავად დაჭერილი პოლიტიკოსი მელია არ დათანხმდება(ამ თქვენმა უპრინციპო და ნაადრევმა მოქმედებამ დიდი ზიანი მიაყენა პროცესს), რომ “შევარდნილიყავით” ეს ხომ ზუსტად იცოდით, როგორ “მოგეხერხებინათ”, ისედაც ფაქტიურად იშლება მარტივმამრავლებად ეს ” რუსული ოცნება”და თქვენ ჩამოშლილ კედლებს , თქვენი ანგარებიანი გათვლით და კონფორმიზმით გასამაგრებლად ამოუდექით, უბრალოდ ერთი ვერ გათვალეთ ბატონო კოლეგებო, ქვითკირის არ არის ეგ კედლები , თაბაშირნარევი ჩალაა და მათთან ერთად ჩამოიშლება! პოლიტიკა , ღირებულებების , კანონი, სამართლის და სწორად პოლიტიკური დროის აღქმაა , მოლაპარაკების მაგიდასთნ რომ ზიხარ , ცოტა მეტი რომ უნდა წამოიღო შენი სახელმწიფოსთვის და ხალხისთვის ის არის და არა მხოლოდ ” კომპრომისების ხელოვნება”, ( თან კომპრომისსაც გააჩნია), რომელსაც კვლავ საკუთარი კეთილდღეობისთვის გეგმავთ -დაგეგმეთ და არა ამ ქვეყნისთვის!!!!!
თაკო ჩარკვიანი, ,,ხალხი და სამართალი”-ს ლიდერი

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
Close