საზოგადოება

,,პირბადის სავალდებულო ტარება იწვევს ჰაერის უკმარისობას და უკვე შედეგი სახეზეა”

,,ეს ხდება კარფურში! გაუსაძლისი სამუშაო პირობების გამო, თანამშრომელს გული შეუწუხდა! ამიტომ ვებრძვი ამ გაუმაძღარ მეპატრონეებს! ვერ დაძღა მათი მუცელი! გროშებად აწამებენ ამ ქვეყნის საუკეთესო თაობას!!! ჩემი სოლიდარობა მარკეტებში დასაქმებულ თანატოლებს!”_ წერს ფეიბუქის საკუთარ გვერდზე ფბ მომხმარებელი, ჟურნალისტი გიორგი კასრაძე და ფოტოს აქვეყნებს.

თავისი შვილიშვილის ამბავს ჰყვება ჟურნალისტი ირინა გოგოსაშვილიც:

,,საზოგადოებრივი ტრანსპორტი და მსხვილი მარკეტები

დღითიდღე საშიში ხდება ადამიანის ჯანმრთელობისა და სიცოცხლისთვის!

პირბადის სავალდებულო ტარება იწვევს ჰაერის უკმარისობას და უკვე სახეზეა არათუ რიგითი მოქალაქეების, არამედ მარკეტის თანამშრომელთა (დღეში რამდენჯერმე}ცუდად გახდომის, გულის წასვლის შემთხვევები!

ზაფხული სიცხეების მატებასთან ერთად, გუშინწინ იგივე დაემართა ჩემს შვილიშვილს, რომელიც გაკვეთილიდან შინ ბრუნდებოდა.. რა თქმა უნდა, ავტობუსში კონდინციონერი გამორთული იყო და მხოლოდ ფანჯარასთან, სასწრაფოდ მიყვანის შემდეგ მოსულიერდა!

წინ ეროვნული გამოცდებია.

პაპანაქება სიცხეში, აბიტურიენტები დახურულ სივრცეში ,უკონდინციონერო ოთახებში პირბადეებით ისხდებიან კომპიუტერებთან!

საგამოცდოდ დილის 8 საათზე უნდა გავიდნენ სახლებიდან, რომ რეგისტრაცია გაიარონ!გამოცდები იწყება მოგვიანებით, სადღაც 11-12 საათზე!

ამ ყველაფერს ემატება ნერვიულობა, გამოცდის ხანგრძლივობა (3 საათი} და იქნებ განათლების სამინისტრომ დროულად გვაუწყოს, როდის იქნება ეროვნული გამოცდები,რათა ბავშვები ვამეცადინოთ უჰაერო სივრცეში ადაპტაციისთვის?

გული მიგრძნობს, ბევრი სასწრაფო დახმარების მანქანა დადგება საგამოცდო შენობებთან და წინასწარ დაიჭიროს თადარიგი ჯანდაცვამ!”

 

Related Articles

Back to top button
Close