პირველი იანვრიდან ძალაში შედის სახელფასო რეფორმა, რომლითაც წლის განმავლობაში პრემიის ოდენობა ჯამურად 10%–ს უნდა შეადგენდეს. ამის შესახებ ტელეკომპანია „იმედის“ პირდაპირ ეთერში თბილისის ვიცე–მერმა ირაკლი ხმალაძემ განაცხადა.

მისივე თქმით, პირველი იანვრიდან ხელფასების შესახებ ახალი კანონი ამოქმედდება, რომლითაც პრემიის მინიმალური ოდენობაა განსაზღვრული. კერძოდ, დაწესებულების ხელმძღვანელს საჭიროების შემთხვევაში შეუძლია, გამოიყენოს პრემია კონკრეტული თანამშრომლის წახალისების მიზნით, თუ ის კარგად იმუშვებს.

“რაც შეეხება პრემიებსა და დანამატებს, ამასთან დაკავშირებით გეტყვით, რომ პირველი იანვრიდან ძალაში შედის სახელფასო რეფორმა. ხელფასს დაერქმევა ხელფასი, პრემიას – პრემია. კანონით გათვალისწინებულია გარკვეული შემზღუდველი ნორმა ეს არის 10%, რომელიც წლის განმავლობაში დაწესებულების ხელმძღვანელმა შეიძლება გასცეს. პირადად მე თუ მეკითხებით პრემიასთან დაკავშირებით, თუ დავიმსახურებ პრემიას, ნამდვილად არ ვაპირებ ამაზე უარის თქმას, უბრალოდ, ამაზე გადაწყვეტილებას დედაქალაქის მერი მიიღებს და იმ შემთხვევაში, თუ ჩემი ან რომელიმე თანამშრომლის მუშაობა იქნება ნაყოფიერი და დამსახურებული, ამაზე არც ერთი ნორმალური ადამიანი უარს არ იტყვის“, – განაცხადა ირაკლი ხმალაძემ.

წყარო: primetime.ge

კომენტარები
Загрузка...