საზოგადოება

,,თქვე ჩემის ქვეყნის მმართველებო, თუ საჩუქრად უნდა დაგერიგებინათ მწვანე ბარათები, ბიზნესი რატომღა გააცამტვერეთ?”

,,მართლა გამიზნულად გვაიძულებენ, რომ ჩავიქნიოთ ამ ქვეყანაზე ხელი და სადმე სხვაგან ვეძებოთ თავშესაფარი"

ჩვენ კოვიდი ყველაზე მაგრად ვმართეთ – გენიოსებმა კიდევ ერთი სასწაული გვამცნეს, რომ დარეკე 112 ზე და შენ გადმოგეცემა მწვანე პასპორტი საჩუქრად. მართლა აღარ ვიცი ვიტირო- ვიცინო თუ უბრალოდ, კედელს ვურტყა თავი, ამათი უგუნურებით მიღებული ზიანის გამო.

თქვე ჩემის ქვეყნის მმართველებო, თუ ასე საჩუქრად უნდა დაგერიგებინათ მწვანე ბარათები ან დეკემბერ- იანვარში ისედაც დანგრეულ ბიზნესს რაღას დაუწესეთ შეზღუდვა და უფრო რატო დაანგრიეთ და გააცამტვერეთ? როცა ინფიცირებულების რაოდენობა ძალიან ცოტა იყო და შესაძლებელი იყო ცოტა ემუშავა ბიზნესს. მწვანე პასპორტი გადაგვარჩენსო და დაგვღუპეთ, რატომ გაქვთ იმის მუღამი რომ ყოველდღე გვარწმუნოთ, რა გენიოსების ხელში ვართ. ვაახ, მართლა გამიზნულად გვაიძულებენ, რომ ჩავიქნიოთ ამ ქვეყანაზე ხელი და სადმე სხვაგან ვეძებოთ თავშესაფარი. ” _ წერს ფბ მომხმარებელი გიორგი მთიულიშვილი.

.

მსგავსი სიახლეები

Leave a Reply

Your email address will not be published.

Back to top button
Close