საზოგადოება

,,ყველაფერს მოგიყვებით ჩვენი გოგოს ყველაზე ბედნიერი დღის შესახებ”- გილოცავ ინგა გრიგოლია!

ტელეწამყვანი ეკა ხოფერია ჟურნალისტ ინგა გრიგოლიას შვილის ქორწილთან დაკავშირებით სტატუსს აქვეყნებს და ინგას მარიამის გაბედნიერებას ულოცავს.

,,დღეს დიდი დღეა!!!! დღეს ინგას და ჩემი მარიამის ქორწილია! ჩემი იმიტომ, რომ მიყვარს საკუთარი შვილივით, იმიტომ, რომ დედამისი ჩემი საუკეთესო მეგობარი( მეგობარზე ცოტა მეტია ინგა) და კოლეგაა!

ჩვენ სულ ერთად ვართ, იმის მიუხედავად სად ვმუშაობთ და ვხედავთ თუ არა ერთმანეთს ყოველ დღე. ჩემს ქორწილში ვთხოვე და იმღერა, ჰოდა შევპირდი, მარიამის ქორწილში მე ვიტრიალებ-მეთქი) მე დღეს არავინ მატრიალებს, მაგრამ მე დღეს ძალიან ბედნიერი ვარ, იმიტომ, რომ ჩვენ პირველ გოგოს ვათხოვებთ!)) მინდა იყოს ყველაზე ბედნიერი და სულ სიყვარული იყოს მისი თანმდევი.

მე რომ ვთხოვდებოდი, ინგამ გადაცემით მომილოცა წინა დღეს, მე გადაცემა არ მაქვს და აქ ვულოცავ) ჰო და ყველაფერს , სულ ყველაფერს მოგიყვებით ჩვენი გოგოს ყველაზე ბედნიერი დღის შესახებ!!!!! ინგა გრიგოლია მიყვარხარ, გილოცავ შენ და ვულოცავ ჩემს თავსაც ჩვენი მარიამის ბედნიერებას!!!!”, – წერს ეკა ხოფერია სოციალურ ქსელში.

წყარო: digest.pia.ge

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
Close