თუ თბილისელმა გოგო-ბიჭებმა იციან როგორ შეიძინონ ნარკოტიკი და იარაღი, შსს-მ არ იცის?
ლუკა ფეიქრიშვილი, პროგრამისტი, ჯგუფ ”ამბრელას” წევრი:
_ რუსთავი 2 – ის სიუჟეტს მინდა გამოვეხმაურო,
ნარკოტიკების და ირაღის ინტერნეტ ვაჭრობასთან დაკავშირებით,
ყოველივე ამაზე ინფორმაცია პირადად მე უკვე სამი წელია მაქვს,
ათობით პოსტი დავწერე ამ თემასთან დაკავშირებით და რამდენიმე საინფორმაციო სააგენტომ გამოაქვეყნა კიდეც,
რამდენიმე ნაცნობმა განცხადებაც კი შეიტანა პოლიციაში,
ესემესით მიღებულ შეტყობინებებთან დაკავშირებით,
რომელშიც სთავაზობდნენ ნარკოტიკების შესყიდვას,
თუმცა დღემდე არავინ დაუკავებიათ.
აღნიშნული სერვისი სულ თავიდან დაიწყო ე.წ ბიო ნარკოტიკის შეთავაზება რეალიზაციით,
რიცხავდი კონკრეტულ ანგარიშზე ფულს და შემდეგ თბილისის რომელიმე უბანში,
კორპუსის სადარბაზოში გიტოვებდნენ ე.წ “ფაქტს”,
საზოგადოებაში ცნობილს როგორც ბიო ნარკოტიკი,
ახალგაზრდებში ცნობილს როგორც ბიო “შოკოლადი” ან რაიმე სხვა.
ერთჯერადად რომ აღნიშნული ნარკოტიკი გეყიდა საკმაოდ ძვირი ჯდებოდა,
ამიტომაც უბნებში რამდენიმე ტიპი აგროვებდა ფულს 800–1500 ლარამდე.
შემდეგ რიცხავდნენ შესაბამის ანგარიშზე სწრაფი ჩარიცხვის აპარატით და ესე ყიდულობდნენ მთლიან “პაკეტს” – ამის მერე უკვე ნაწილდებოდა იმისდა მიხედვით, ვის რამდენი ქონდა დადებული თანხა და ეს სერვისი დღემდე გრძელდება.
რაც შეეხება იარაღს, ამ თემაში უფრო რთულად არის საქმე ვიდრე რუსთავი 2 – ის სიუჟეტში ვნახეთ.
წლების წინ არსებობდა ე.წ “დარქნეტი” სადაც ხელმისაწვდომი იყო პირდაპირ “ქილერის” დაქირავება ანუ მკვლელობის შეკვეთა,
ბავშვთა პორნოგრაფიის რეალიზაცია,
მოპარული პირადი ინფორმაციების რეალიზაცია,
ასევე საბანკო მონაცემების რეალიზაცია,
ასაფეთქებელი ნივთიერებების რეალიზაცია და ასე შემდეგ.
გარკვეული დროის შემდეგ გაუქმდა აღნიშნული ე.წ შავი ქსელი რომელსაც დანამდვილებით შემიძლია გითხრათ აკონტროლებდა რუსული კიბერ მაფია,
მისი გაუქმების შემდეგ აღნიშნულმა სერვისებმა გადაინაცვლა,
ვაიბერში,ტელეგრამში და სხვა სოციალურ ქსელებში,
არსებობს ჩვეულებრივი იუზერის აიდი ნომერი,
ასევე საკონტაქტო ნომერი რომელიც გავრცელებულია იქ სადაც უნდა იყოს გავრცელებული,პირობითად კონკრეტულ უბანში უშუალოდ იმ პიროვნებასთან რომელიც აკავშირებს მსურველს გამყიდველთან,
ასეთ პიროვნებებს ხშირად “ფეხადაც” მოიხსენიებენ,
როდესაც მას დატოვებული ამანათი მიაქვს მყიდველთან,
რაც იმას ნიშნავს რომ რუსეთიდან ვინმე კონკრეტულს იმის შესაძლებლობა აქვს,თავის ხალხი ყავდეს საქართველოში და “არბენინოს”.
სწორედ ამ კონტაქტების საშუალებით შეგიძლია შენთვის სასურველი ნივთის ან ნივთიერების შეკვეთა,
საკმაოდ მაღალ ფასად და სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებ ყოველივე ამის საქმის კურში არის სრულიად შინაგან საქმეთა სამინისტრო და სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებ მაქვს გონივრული ეჭვი იმისა,
რომ ამ ბიზნესში თავად სპეცსამსახურები არიან ჩართულნი,
ესე რო ვთქვათ გარკვეულ წილს იღებენ და რატომ?
პირობითად თუ ვინმე 15–16 წლის თბილისელმა ბიჭმა,
მისმა თანატოლებმა და + მისმა თანატოლმა გოგონებმა,
ზუსტად იციან ის მეთოდები რომლებითაც ნარკოტიკების ან იარაღების შეძენაა შესაძლებელი და ეს არაერთხელ გაუკეთებიათ,
ვინმეს ყოფნის ნამუსი და მეუბნება რომ ეს არ იცის შ.შ.ს – მ?
ეს არ იცის სუსმა? ეს არ იციან კრიმინალებმა?
მაშ რაუნდა ვიფიქრო გარდა იმისა,რომ თავად არიან მოგების გამზიარებლები?
რუსთავი 2 – ის სიუჟეტში საუბარი იყო შეძენილი ნივთის სადარბაზოში დატოვებაზე რაც სრულიად სწორია,
ბონუსად კი თანხის დამატების შემთხვევაში სასურველ მისამართზე მოგართმევენ ე.წ სკუტერით (მინიმოპედი) რომელზეც აუცილებლად კასკადაფარებული ტიპი იჯდება და ისე დაგიტოვებს ამანათს რომ სახეს არ გაჩვენებს!