საზოგადოება

რამ გამოიწვია სტიქიური უბედურება შოვში

,,უკვე დანამდვილებით შეგვიძლია ვთქვათ, რომ ..."

უკვე დანამდვილებით შეგვიძლია ვთქვათ, რომ შოვის სტიქია იყო გლაციალური ღვარცოფით გამოწვეული შემთხვევა. ახლად მოპოვებულ სატელიტურ სურათზე, რომელიც გადაღებულია 5 აგვისტოს, ნათლად ჩანს სტიქიის წარმოქმნის კერა. კლდოვან-ყინულოვანი ზვავი წარმოიშვა უშუალოდ კავკასიონის მთავარ წყალგამყოფ ქედზე, მყინვარ თბილისას მარჯვენა შენაკადის სამხრეთ-აღმოსავლეთ ფერდობზე. ზღვის დონიდან დაახლოებით 3700-3800 მეტრის ინტერვალში. მსგავსი ტიპის კლდოვან-ყინულოვანი ზვავი საქართველოში დაფიქსირდა 2014 წლის 17 მაისს, მყინვარ დევდორაკზე. ზვავის გამომწვევი ერთ-ერთი მთავარი მიზეზი შეიძლება იყოს ფერდობების სტაბილურობის რღვევა, რომელიც თავის მხრივ დაკავშირებულია ,,მუდმივ მზრალობასთან”. უფრო მარტივად რომ ვთქვათ, ისეთი ფერდობები რომლებიც ადრე მუდმივად მზრალ მდგომარეობაში იყო მიმდინარე კლიმატის ცვლილების შედეგად უკვე ექვემდებარება სეზონურობას. ე.ი. განსხვავებული ტემპერატურული პირობების შემთხვევაში ვეღარ ინარჩუნებს მზრალობას და კარგავს სიმტკიცეს. ასეთ პირობებში ფერდობი შეიძლება ჩამოიშალოს: 1) თავისით, 2) წვიმის სახით მოსული უხვი ნალექის შედეგად, 3) მცირედი მიწისძვრის ბიძგის შემთხვევაშიც (რასაც დამატებით მონაცემები და კვლევა სჭირდება).

ლევან ტიელიძე

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
Close