საზოგადოება

,,თეთრ ხმაურზე გაცემული დაპირება, ამ გზით შეასრულეს…სამარცხვინოები ხართ!”

კოკა კვინიკაძე, უფლებადამცველი:

_ მარიხუანას მოწევისთვის რომ იჭერდნენ, ერთი უკიდურესობა იყო, მარიხუანას მოხმარების სრულად დაშვება კი მეორე უკიდურესობაა…

ხელისუფლება, რომ ვითომ შფოთავს, რა სასაცილოა. რაც თვითონ ვერ გაბედეს, იმ საკონსტიტუციო სასამართლოს გააკეთებინეს, სადაც ყველა მოსამართლე მათი დანიშნულია (სხვათაშორის გადაწყვეტილების მიმღები მოსამართლეები _ მერაბ ტურავა, ევა გოცირიძე და სხვები, სწორედ ოცნების დანიშნული და საამაყო მოსამართლეები არიან, რომლებიც ხელისუფლების ინტერესების პირდაპირი გამტარებლები არიან საკონსტიტუციო სასამართლოში, რასაც თავადაც ვერ უარყოფენ. საგულისხმოა, რომ სწორედ ამ მოსამართლეებმა მიიღეს ეს გადაწყვეტილება, რაც პირდაპირ მიუთითებს ხელისუფლების დირექტივაზე!)…
თეთრ ხმაურზე გაცემული დაპირება, ამ გზით შეასრულეს…სამარცხვინოები ხართ !!

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
Close