საზოგადოება

,,არ მინდა უშენო თენება, არც სუნთქვა, არც დღე სახვალიო…” _ შალვა ნათელაშვილს მეუღლემ ლექსი უძღვნა

ლეიბორისტული პარტიის თავმჯდომარე შალვა ნათელაშვილი იუბილარია. მეუღლემ, პოეტმა ბელა ალანიამ მას ფბ-თი მიულოცა.
გილოცავ იუბილეს, ღმერთს ვთხოვ, შენი უშრეტი ენერგია საქართველოს სასიკეთოდ დაიხარჯოს.
დიდხანს, დიდხანს მყავდე.
ალიონს სხვაგვარი ღელვა აქვს,
უხდება სიცოცხლის იმედი,
ყველაფრის თავიდან დაწყებას,
ყოველდღე ხელახლა გპირდები.
ალიონს გემო აქვს ბადაგის,
მკოცნი და ღიმილით მაქეზებ,
ცეცხლივით მედები სახეზე,
მკლავებზე, კისერზე, ბაგეზე.
ალიონს ფრთხილი აქვს ნაბიჯი,
ჩამომხსნა სიზმრების ნიღაბი,
მოიცა, ცოტახანს ნუ წახვალ,
ან სულაც ნუ წახვალ, იყავი…
არ მინდა უშენო თენება
არც სუნთქვა, არც დღე სახვალიო,
შეშლილი გიხუტებ გულში და
ვაწითლებ უმანკო ალიონს…
ბელა ალანია

………..
პ. ს.
euronews.ge _ს რედაქცია ულოცავს ბატონ შალვას იუბილეს და  წარმატებებს უსურვებს.

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
Close