საზოგადოება

ლევან ქოქიაშვილი: გადავწყვიტეთ, შაბათს, 6 თებერვალს გავხსნათ რესტორნები

,,სტუმართ-მასპინძლობის ინდუსტრიის მოლოდინი არ გამართლდა"

შაბათს, 6 თებერვალს რესტორნები დაუმორჩილებლობას და ბიზნესის გახსნას გეგმავენ. ამის შესახებ გასტრონომიის ასოციაციის ხელმძღვანელი, ლევან ქოქიაშვილი ფეისბუქის გვერდზე წერს.

“სტუმართმასპინძლობის ინდუსტრიის მოლოდინი სამწუხაროდ არ გამართლდა, გონივრული გამოსავლის პოვნის ნაცვლად ხელისუფლების წარმომადგენლებთან შეხვედრაც გადაიდო და არ შედგა. რადგან სხვა გამოსავალს, მიუხედავად დაჟინებული მცდელობისა, ვერ ვხედავთ, გადავწყვიტეთ, შაბათს, 6 თებერვალს გავხსნათ რესტორნები.

აქვე განვმარტავთ, სრულად ვიაზრებთ ჩვენი გადაწყვეტილების ყველა ასპექტს და არც ჩვენთვის გახლავთ ამგვარი გადაწყვეტილების მიღება იოლი”, – გასტრონომიის ასოციაციის ხელმძღვანელი ლევან ქოქიაშვილი

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
Close