საზოგადოება

თბილისში ,,ნაციონალური მოძრაობა” სააკაშვილის მხარდასაჭერ აქციას მართავს

საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის თანაგუნდელები საქართველოში უკრიანის საელჩოსთან საპროტესტო აქციას მართავენ. მიხელ სააკაშვილი არის პოლიტიკური დევნილი – ეს არის მთავარი გზავნილი, რასაც “ნაციონალური მოძრაობა” უკრაინის ხელისუფლებას უგზავნის და საერთაშორისო თანამეგობრობას საქმისთვის შესაბამისი კვალიფიკაციის მინიჭებას სთხოვს.

ოპოზიციური გუნდის წევრები ოდესის ყოფილი გუბერნატორის მიმართ სასამართლო გადაწყვეტილებას ელოდებიან. საელჩოსთან მონიტორია დამონტაჟებული, სადაც სასამართლო პროცესს პირდაპირი ტრანსლაციის მეშვეობით უყურებენ. “ნაციონალურო მოძრაობის” წევრები აცხადებენ, რომ საკაშვილის მიმართ არანაირი სამართლებრივი დევნის საფუძველი არ არსებობს და ის სასამართლო დარბაზიდანვე უნდა გათავისუფლდეს.

ამჟამად მიხეილ სააკაშვილი სასამართლოში იმყოფება. მისთვის აღკვეთის ღონისძიების შეფარდების პროცესი დღეს გაიმართება.

კიევში, ოდესის ყოფილი გუბერნატორი და საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი ბოლო დღეების განმავლობაში მეორედ დააკავეს. მიხეილ სააკაშვილმა საპატიმროში შიმშილობა გამოაცხადა. პროკურატურა სააკაშვილისთვის აღკვეთი ღონისძიების სახით შინაპატიმრობას მოითხოვს.

წყარო

 

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
Close