საზოგადოება

მიხეილ სააკაშვილის სასამართლო პროცესი რამდენიმე წუთში დაიწყება

პეჩორის რაიონულ სასამართლოში მიხეილ სააკაშვილის სასამართლო პროცესის დაწყებას ელოდებიან. სხდომათა დარბაზში უკვე შეუშვეს ჟურნალისტები. პროცესი სავარაუდოდ რამდენიმე წუთში უნდა დაიწყოს. სხდომაზე მიხეილ სააკაშვილისთვის აღმკვეთ ღონისძიებაზე უნდა იმსჯელონ. სასამართლო დარბაზში იმყოფებიან ადგილობრივი და საერთაშორისო მედიის წარმომადგენლები.
არსებული ინფორმაციით, პროკურატურა სააკაშვილისთვის ორთვიან წინასწარ პატიმრობას ელექტრონული სამაჯურის ტარების ვალდებულებით ითხოვს. ცნობილია, რომ მიხეილ სააკაშვილმა არ ჩაიბარა ის შუამდგომლობა, რომლითაც პროკურორები მის შინაპატიმრობას მოითხოვენ.

წყარო: pirveliradio.ge

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
Close