საზოგადოება
ზესტაფონში მოსახლეობა საძოვრების გასხვისებას აპროტესტებს

ზესტაფონის რაიონის სოფელი პირველი სვირის მოსახლეობა საძოვრების გასხვისებას აპროტესტებს.
მათი თქმით, სოფლის საძოვრების უმეტესი ნაწილი გაყიდულია და ამ ტერიტორიაზე უკვე აშენებულია სხვადსხვა ობიექტები; დარჩა მიწის მცირე ნაწილი და მოსალხოებას მასაც ართმევენ.
ხალხი ხელისუფლებისგან დახმარებას ითხოვს. პირველი სვირის მოსახლეობას გამგებლის წარმომადგენელი გამოეხმაურა. მისი მტკიცებით, საძოვრები ეკონომიკის სამინისტრომ თითქმის ათი წლის წინ გაყიდა და გამგეობას მათ დასაბრუნებლად არანაირი ბერკეტი არ გააჩნია.
რამდენად კანონიერად შეისყიდა ის კერძო კომპანიამ – ამის გასარკვევად ადგილორივი ხელისუფლების წარმომადგნები მოსალხოებას ურჩევს სასამართლოს მიმართოს.