საზოგადოება

ართანის ტყეში ცეცხლს ვერ აქრობენ

თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ ართანის ტყეში ხანძრის ჩაქრობას მეხანძრე-მაშველები დილიდან ცდილობენ. 

როგორც საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოში აცხადებენ, ხანძრის კერების დაზვერვა დღეს დილით ვერტმფრენით განხორციელდა და არსებული რეალობის გათვალისწინებით დაიგეგმა შემდგომი ღონისძიებები.

სააგენტოს ინფორმაციით, ცეცხლი გამხმარ ბალახს უკიდია.

ადგილობრივი მოსახლეობის განცხადებით, ხანძრის კერები სოფლიდან მოშორებით დაახლოებით 12 კილომეტრშია. ჯერ უცნობია, რა ფართობზეა გავრცელებული ცეცხლი.

 

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
Close