საზოგადოება

,,საქართველოს ეკლესიისა და კონსტანტინოპოლის საპატრიარქოებს შორის ურთიერთობის საზიანოდ, მორიგი ავანტიურა იგეგმება”

,,პარტია ,,ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ და სააკაშვილის ხელისუფლებაში მოსვლის შემთხვევაში, საქართველოს ეკლესია აღიარებს უკრაინის ახლადშექმნილი ეკლესიის ავტოკეფალიას"

,,ჩემი ინფორმაციით, (წყაროს არ დავასახელებ) საქართველოს ეკლესიისა და კონსტანტინოპოლის საპატრიარქოებს შორის ურთიერთობის საზიანოდ, მორიგი ავანტიურა იგეგმება გოჩა ბარნოვისგან.
ერთ-ერთი საქართველოს ეკლესიის სინოდის წევრის (სახელს არ დავასახელებ, ჯერჯერობით) დაფინანსებით, ხვალ 19 ოქტომბერს გოჩა ბარნოვი და თამარ მესხი მიემგზავრებიან სტამბულში მის ყოვლადუწმინდესობა, კონსტანტინოპოლის პატრიარქ ბართლომეოს პირველთანთან .
შეხვედრაზე გ.ბარნოვი ეტყვის, რომ პარტია “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ და სააკაშვილის ხელისუფლებაში მოსვლის შემთხვევაში, საქართველოს ეკლესია აღიარებს უკრაინის ახლადშექმნილი ეკლესიის ავტოკეფალიას. ამასთან, “თეოლოგი” გეგმავს მსოფლიო პატრიარქს სთხოვოს ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების მეორე ტურში პარტია “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ და მ.სააკაშვილის მხარდასაჭერი განცხადების საჯაროდ დაფიქსირება” – წერს დეკანოზი ანდრია ჯაღმაიძე ფეისბუქის საკუთარ გვერდზე.

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
Close