მსოფლიო

,,ვითარება უფრო მეტად გამწვავდება” – ისრაელის მიმართულებით სარაკეტო შეტევები განხორციელდა

,,ისრაელ-პალესტინის დაპირისპირება, ორმხრივი შეტევები. ისრაელის მიმართულებით სარაკეტო შეტევები განხორციელდა, რომელთა სრულად განეიტრალება საჰაერო თავდაცვამ ვერ შესძლო.

საპასუხოდ ისრაელმა საავიაციო იერიშები მიიტანა პალესტინის სამხედრო ინფრასტრუქტურაზე.

იერუსალიმის თემაზე ვაპირებდი სრულად დაწერას, თუმცა საკმარისად ითქვა და დაიწერა ჩვენთანაც, მსოფლიოშიც, მეც მქონდა ინტერვიუ.
ერთს დავამატებ მათთვის, რომლებიც მხოლოდ აღიარება- არაღიარების ჭრილში უყურებენ ყველაფერს.

პრობლემა მხოლოდ აღიარების კუთხით არ იქნება, სხვა ტიპის საფრთხეები იქნება მოსალოდნელი, თუ დაუფიქრებლად ვიმოქმედებთ. ენამ თუ ტვინს გაუსწრო სიჩქარეში, კბილებმა უნდა შეაკავოს, რათა უკბილოდ არ დავრჩეთ.

როცა მეზობელი სახელმწიფოს მხრიდან ძალიან მწვავე რეაქციებია, მეტი გააზრება გვმართებს და ნაკლებად უნდა გვადარდებდეს რას წერს შმულევიჩი ან სხვა ვინმე. ისრაელის მთავრობასთანაც სამუშაოა, რა თქმა უნდა.

ამიტომ იყო, როცა მხარი დავუჭირე პრემიერის განცხადებას ამ საკითხზე და იმედია შემდგომში აჟიოტაჟი აღარ იქნება.

რაც შეეხება ვითარებას, ის უფრო მეტად გამწვავდება. მიაქციეთ ყურადღება რა გადაწყვეტილება მიიღო არაბულ სახელმწიფოთა ლიგამ: საუბარია ამერიკისთვის სანქციების დაწესებაზე. ბევრს გაეცინება, მაგრამ წარმოიდგინეთ ჩვენს შემთხვევაში რა ზომები შეიძლება გატარდეს. ასე რომ, მეტი მოთმინება…” _ წერს ანალიტიკოსი სამხედრო-პოლიტიკურ და უსაფრთხოების საკითხებში ამირან სალუქვაძე.

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
Close