მსოფლიო

,,მივმართავთ სახელმწიფოს, ყურადღება გააასმაგოს, თორემ მერე, თავში ცემა გვიან იქნება!”

ზაზა ჭაია, ყოფილი ძალოვანი:

_ არა მგონია, ა შ შ-ს სამხედრო ბაზებით და საზღვაო ფლოტით ყველა მხრიდან გარშემორტყმულმა ი რ ა ნ მ ა აშშ-ს ამჯერად ღია ომი გაუბედოს, თუმცა ა ი ა თ ო ლ ა (შიიტთა ,,ღვთის ნიშანი”) სეიედ ალი ჰოსეინ ჰ ა მ ე ნ ე ი, ,,ირანის რევოლუციის დამცველთა კორპუსის” (ინგლ. IRGC, რუს. КСИР) სპეც. დანიშნულების ჯარების (,,ალ-კუდსის”) სარდლის, გენერალ-ლეიტენანტ – კასემ ს უ ლ ე ი მ ა ნ ი ს მკვლელობას ,,გულხელდაკრეფილი” ვერ შეხვდება (მის გავლენას დასცემს) და ეცდება, გარდა ირანულ და არაბულ სამყაროში ა შ შ-ს ღია მომხრეებისა, შური ა შ შ-ს სამხედრეოებზე, დიპლომატებზე ან უბრალო ამერიკელებზე იძიოს, რისთვისაც გამოიყენებს მთელს აზიაში ი რ ა ნ ი ს გავლენის ქვეშ მყოფ შ ი ი ტ უ რ სამხედრო-პოლიტიკურ ორგანიზაციებს: ა ვ ღ ა ნ უ რ – ,,შიიტთა 8-თა კავშირს”, ე რ ა ყ უ ლ – ,,მაჰდის არმიას”, ,,ხაშდ აშ-შააბის” და ,,კატაიბ ჰეზბოლას” (რომელთა ერთი ლიდერი – აბუ მაჰდი ა ლ-მ უ ხ ა ნ დ ი ს ი კასემ სულეიმანთან ერთად მოკლეს), ს ი რ ი ე ლ – შიიტებსა და ალავიტებს, ლ ი ბ ა ნ უ რ – ,,ჰეზბოლას”, ი ე მ ე ნ ე ლ – ჰუსიტებს და ცხადია თავის სპეც. სამსახურებს (ინფორმაციისა და ნაციონალური უშიშროების სამინისტროს (САВАМА), ირანის რევოლუციის დამცველთა კოპუსს (IRGC) და მასში შემავალ ალ-კუდს (Quds Forces), რომელთა აგენტურით სავსეა მთელი ახლო აღმოსავლეთი და კავკასიაც.

 ს ა ქ ა რ თ ვ ე ლ ო კი სადაც უცხო სახელმწიფოთა სპეც, სამსახურებისთვის ,,ღია კარის” დღეა გამოცხადებული და ჩვენს ირგვლივ მყოფი (რფ-ზე აღარც ვლაპარაკობთ): ირანის, თურქეთის, აზერბაიჯანის და სომხეთის აგენტურა ისე გრძნობს თავს, როგორც საკუთარ სახლში, ა მ ე რ ი კ ე ლ ე ბ ი ს თ ვ ი ს და ი რ ა ნ ი ს რეჟიმის მოწინააღმდეგე ირანელებისთვის პოტენციური თავდასხმის ადგილია, ამიტომაც მივმართავთ სახელმწიფოს, ამ კუთხით ყურადღება გააასმაგოს, თორემ მერე თავში ცემა გვიან იქნება!

Related Articles

Back to top button
Close