პოლიტიკა

,,ერთადერთი გამოსავალი ჩვენი მომავლის გადასარჩენად, ამერიკული სამხედრო ბაზების განლაგებაა”

შალვა ნათელაშვილი, ლეიბორისტული პარტიის თავმჯდომარე:

_ რუსეთში იურიდიულად ფორმდება პუტინის ერთპიროვნული, იმპერიულ-ოლიგარქიული დიქტატურა. სიკვდილამდე საქართველოს მთავარი ოკუპანტი იქნება მეზობელი, 12 ათას კილომეტრზე გადაჭიმული,ბირთვული,თავზეხელაღებული სახელმწიფოს მეთაური. ეს ჩვენი ქვეყნისთვის ახალი,  უაღრესად საშიში გამოწვევაა.  მით უფრო იმ ფონზე, რომ საქართველოში აქტიურად ცდილობენ დამკვიდრება–გავლენის მოპოვებას აიათოლების ირანი, ნეო— სულთან ერდოღანის თურქეთი, აგრეთვე მსოფლიოში უპრეცენდეტო ცოლ-ქმრის დიქტატურა ალიევების რეჟიმი და მოსკოვის სატელიტი ერევნის ხელისუფლებები. უნდა ვაღიაროთ,რომ არსებული გეოპოლიტიკური გარემოცვა ჩვენთვის უპრეცენდენტოდ მტრული და რაც ყველაზე საშიში–ერთმანეთის მოკავშირეა. ერთადერთი გამოსავალი ჩვენი მომავლის გადასარჩენად——ამერიკული სამხედრო ბაზების განლაგებაა ატომურ–ბირთვული კომპონენტებით.ჩვენ სამწუხაროდ გარს ღრმა შუასაუკუნეები გვარტყია.

Related Articles

Back to top button
Close