საზოგადოება

საქართველოს მოქალაქეებს, რომლებიც რომში იმყოფებოდნენ, სპეციალური რეისით სამშობლოში დააბრუნებენ

ავიაკომპანია „ჯორჯიან ეარვეისი“ დღეს იტალიიდან საქართველოს 200 მოქალაქეს ჩამოიყვანს. როგორც ავიაკომპანიის გენერალურმა დირექტორმა რომან ბოკერიამ „საქმიანი დილის“ ეთერში განაცხადა, ორი რეისი თბილისი-რომის მიმართულებით დღეს, 10:15 საათზე და 10:25 საათზე განხორციელდება.

ბოკერიას ინფორმაციით, გადაწყვეტილება რეისების შესრულებასთან დაკავშირებით, გუშინ ეკონომიკის სამინისტროსთან შეთანხმებით მოხდა.

რაც შეეხება უსაფრთხოების ნაწილს, მისი განმარტებით ავიაკომპანიის ყველა თანამშრომელი, რომელიც რეისში მიიღებს მონაწილეობას, ჩამოყვანილ პირებთან ერთად სავალდებულო საკანატინო პერიოდს გაივლიან, თვითმფრინავების სანიტარიზაცია კი, რეისის შესრულებისთანავე საერთაშორისო პირობების დაცვით განხორციელდება.

„ჯორჯიან ეარვეისი“ არის სამთავრობო ავიახაზები, ჩვენ ვასრულებთ სახელმწიფო რეისებს ქვეყნის პირველი პირებისათვის, შესაბამისად, გუშინ მოხდა საბოლოო გადაწყვეტილება ეკონომიკის სამინისტროსთან ერთად, რომ ჩვენ შეგვესრულებინა ორი რეისი დღეს რომის მიმართულებით და ჩამოგვეყვანა საქართველოში ჩვენი 200 თანამოქალაქე.

10 საათსა და 25 წუთზე და 10 საათსა და 15 წუთზე განხორციელდება რეისები ჩვენი ყველაზე დიდი თვითმფრინავებით, რომელთა მეშვეობითაც 200 ქართველის ტრანსპორტირება განხორციელდება რომიდან საქართველოში.

ახლა მიმდინარეობს მთელი რეისის მომზადება. რომის აეროპორტთან მოლაპარაკება გუშინ დასრულდა იმისათვის, რომ ორი ლოტის გამოყოფა მომხდარიყო რათა შეუფერხებლად მოხდეს მათი ჩამოყვანა.

ჯერჯერობით, ცნობილია და დარეგისტრირებული გვყავს 200 მოქალაქე რომელიც რომში იმყოფება; იმის გამო, რომ გადაკეტილია ყველა რეისი, მათ არ ჰქონდათ შესაძლებლობა ჩამოსულიყვნენ და მთავრობამ ჩვენთან ერთად ორგანიზება გაუკეთა ამ ორ რეისს; თუ შემდგომში დასჭირდება იგივე, ჩვენ ვიქნებით ქვეყნის სამსახურში.

მიმდინარეობს პილოტების, ბორტგამცილებლების მომზადება, ინსტრუქტაჟი, ისინი მაქსიმალურად დაცულები იქნებიან, ჩამოსული მგზავრები მოთავსდებიან კარანტინში, ხოლო რაც შეეხება ჩვენს თანამშრომლებს, ჩამოსვლის შემდგომ ჩაუტარდებათ შემოწმება, თუ საჭირო იქნება გაივლიან კარანტინს, არანაირი კითხვა არ არის, ყველა დათანხმდა ამ რესიების შესურლებას. რაც შეეხება თვითმფრინავებს, ყველა ზომა დაცულია”, – განაცხადა რამდენიმე წუთის წინ რომან ბოკერიამ „საქმიანი დილის“ ეთერში.

წყარო: bm.ge

Related Articles

Back to top button
Close