პოლიტიკა

შარლ მიშელი განცხადებას აქვეყნებს

მიშელმა ოცნებასა და ნაცმოძრაობას თითი დაუქნია

ევროპული საბჭოს პრეზიდენტი ქართული ოცნების მიერ 19 აპრილის შეთანხმების ანულირებაზე პირველ განცხადებას ავრცელებს:

“ყურადღება გავამახვილე ქართული ოცნების გადაწყვეტილებაზე 19 აპრილის შეთანხმებასთან დაკავშირებით. ეს შეთანხმება განაგრძობს ევროპულ გზას საქართველოში უფრო ძლიერი დემოკრატიისა და კანონის უზენაესობის მშენებლობისკენ, ქართველი ხალხის ინტერესებიდან გამომდინარე. მე თანაბრად ვამახვილებ ყურადღებას ერთიანი ნაციონალური მოძრაობის მიერ ხელშეკრულებაზე ხელის არმოწერაზე.

დარწმუნებული ვარ, რომ ეს შეთანხმება არის საუკეთესო გზა რეფორმების განსახორციელებლად, რომელიც გააძლიერებს საქართველოს დემოკრატიულ ინსტიტუტებს და ხელს შეუწყობს კეთილდღეობის, გაზრდის სამუშაო ადგილების – ეს ყველაფერი ძალიან მნიშვნელოვანია ქართველი ხალხისთვის.

ვერ ვხედავ ალტერნატივას გარდა სიღრმისეული საარჩევნო და სასამართლო რეფორმების გაგრძელებისა და თავისუფალი და სამართლიანი ადგილობრივი არჩევნების.

მე მოვუწოდებ ყველა მხარეს, პირველ რიგში დააყენონ მოქალაქეების ინტერესები და ხელი შეუწყონ საქართველოს პოლიტიკური დისკურსის წინსვლას ქვეყნის დემოკრატიული ინსტიტუტების ფარგლებში.

იწყება კონსულტაციები რიგ პოლიტიკურ აქტორებთან საქართველოში. გუშინ მე შევხვდი პრეზიდენტ ზურაბიშვილს და განვიხილე პოლიტიკური სიტუაცია და ევროკავშირი-საქართველოს ურთიერთობები”,- წერია მიშელის განცხადებაში.

ცნობისთვის, გუშინ მმართველმა პარტიამ განაცხადა, რომ შარლ მიშელის შუამავლობით მიღწეულ შეთანხმებას ტოვებს, რადგან მან “თავისი თავი ამოწურა”.

ხელისუფლების განცხადებით, რიგგარეშე არჩევნებს არა შეთანხმებული 43%-იანი ზღვარი, არამედ მათი “კეთილი ნება” გადაწყვეტს.

წყარო: http://newsreport.ge/

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
Close