საზოგადოება

,,დასაკეტია რესტორნები, სავაჭრო ცენტრები, ხალხმრავალი ღონისძიებები, ასაკრძალია ყოველგვარი მიმოსვლა საზღვარგარეთიდან ან პირიქით…”

ირაკლი ჟვანია, მოქანდაკე:

_ ორი კვირის წინ როდესაც კითხვა დაისვა, სად იყო ჯანდაცვის მინისტრის თუ სხვების ყოველდღიური ბრიფინგები, ბევრმა სთქვა რა საჭიროა, ისედაც ყველაფერი კეთდებაო. თურმე საჭიროა და თან ძალიან. ეხლა მეორე საკითხია მოსაგვარებელი. პრევენციის ცენტრის ხელმძღვანელების ვაჟკაცური და გმირული თავდაუზოგავი შრომა, ასევე ექიმების თავდადება კლინიკებში არ კმარა. ერთი ნაბიჯია დიდ პრობლემამდე, დაინფიცირებამ რომ მასიური ხასიათი მიიღოს, ღმერთმა დაგვიფაროს. გარშემო სიტუაციას კი ა რ  ე ტ ყ ო ბ ა შესაბამისი ზომების არაფერი. ცოტა ხნით დასაკეტია რესტორნები, სავაჭრო ცენტრები, ხალხმრავალი ღონისძიებები, ასაკრძალია ყოველგვარი მიმოსვლა საზღვარგარეთიდან ან პირიქით, თუ გადაუდებელი მიზეზი არაა, რომელი მიმართულებაც არ უნდა იყოს. მხოლოდ გამყრელიძე-იმნაძე და ექიმების გმირობა ვერ მოერევა ამ საშინელ საფრთხეს, თუ საზოგადოებამ მათ ხელი არ შეუყწო. ასე მგონია. სულ ტყუილად ელოდება ქვეყანა არაპოპულარული ზომების მიღების აუცილებლობის დადგომას, უკვე დამდგარია და გასაკეთებელია ეს. გასაგებია რომ ეკონომიურად დაზარალდება უამრავი ხალხი, მაგრამ სხვანაირ დაზარალებას ნამდვილად სჯობს.
#გახარია
#საქართველოსმთავრობა

Related Articles

Back to top button
Close