რელიგია

ეკლესიურ ადამიანებს 7 გზის ზეთის ცხების საიდუმლოს მიღების დროს, ყველა ცოდვა მიეტევებათ

მას კურნების ძალა აქვს

აღდგომის მარხვის დროს, ეკლესიაში ზეთის კურთხევის საიდუმლო ანუ შვიდგზის ზეთისცხება სრულდება. ამ რიტუალს ზეთის კურთხევის საიდუმლოსაც უწოდებენ და ერთ-ერთი საიდუმლოებათაგანია. ის არის ქრისტიანის სულისა და ხორცის საკურნებელი და როგორც მოძღვრები ამბობენ, ავადმყოფობების კურნების ძალა აქვს.

როგორც სიღნაღის მუნიციპალიტეტის სოფელ ვაქირის ნათლისმცემლის სახელობის ტაძრის წინამღღვარმა, მამა გიორგიმ (სარდალიშვილი) გვითხრა, როცა ადამიანი მორწმუნეა, ეკლესიურად ცხოვრობს, იცავს მარხვას და ეზიარება, 7 გზის ზეთისცხების დროს უფალი მას ყველა ცოდვას მიუტევებს. მათ შორის, მივიწყებულ ცოდვებსაც.

შვიდი ზეთისცხების დროს იკითხება შვიდი ფრაგმენტი სახარებიდან.

ფოტოზე: მამა გიორგი სარდალიშვილი ზეთისცხების დროს

 

 

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
Close