საზოგადოება

საქართველოს ადვოკატთა ასოციაცია გახდა ევროპის ადვოკატთა ასოციაციის სრული წევრი

,,პატივცემულო ადვოკატებო, კოლეგებო! ადვოკატთა ასოციაციამ მორიგ სასწაუალს მიაღწია! საქართველოს ადვოკატთა ასოციაცია არის პირველი არაევროკავშირის წევრი ქვეყანა, რომელიც გახდა ევროპის ადვოკატთა ასოციაციის სრული წევრი.

კოლეგებო! ჩვენ მივაღწიეთ წესდების შეცვლას და პრეზიდენტი მარია სლაზაკისგან 2 ოქტომბერს მივიღეთ გაწევრიანების თანხმობა. დიდი მადლობა საერთაშორისო მდივანს ბატონ დავით ასათიანს მისი დაუღალავი შრომის გამო საერთაშორისო ასპარეზზე. საქართველოს ადვოკატთა ასოციაციამ შექმნა პრეცდენტი და სხვა არაევროკავშირის წევრ ქვეყნებს გაუხსნა გზა გახდნენ ევროპის ადვოკატთა ასოციაციის წევრები. იმედია, საქართველოს ხელისუფლება მოგვბაძავს ადვოკატთა ასოციაციას და მალე გავხდებით ევროკავშირის წევრი ქვეყანა” _ სიხარულით აცხადებს საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარე ზაზა ხატიაშვილი.

.

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
Close