რელიგია

„ბევრი სიხარული და განსაცდელი გველის წინ“

შიო მესამე - საქართველოს ახალი კათოლიკოს-პატრიარქი ჰყავს

„ფაქტობრივად, ჩვენ ახალ ერას ვიწყებთ საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის ისტორიაში”, – განაცხადა ვარკეთილის წმინდა ნიკოლოზის სახელობის ეკლესიის წინამძღვარმა დეკანოზმა ვლადიმერ ვახტანგაძემ, საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის ახალი კათოლიკოს-პატრიარქის, შიო მესამის არჩევასთან დაკავშირებით.

.

დეკანოზის თქმით, შიო III არის პირველი კათოლიკოს-პატრიარქი, რომელიც დამოუკიდებელი საქართველოს პირობებში აირჩიეს და სწორედ ამიტომ დღევანდელი დღე საქართველოს ეკლესიისთვის ისტორიული მნიშვნელობის მატარებელია.

-მართლაც ისტორიული დღე არის დღევანდელი დღე. ფაქტობრივად ჩვენ ახალ ერას ვიწყებთ საქართველოს უწმინდესი მართლმადიდებელი ეკლესიის ისტორიაში, რამე თუ უწმინდესი და უნეტარესი შიო გახლავთ პირველი კათოლიკოს-პატრიარქი, რომელიც გამორჩეულ იქნა უკვე დამოუკიდებელი საქართველოს პირობებში.

49 წელი, თითქმის ნახევარი საუკუნის განმავლობაში მართა უწმინდესმა და უნეტარესმა ილია მეორემ საქართველოს უწმინდესი მართლმადიდებელი ეკლესია და ფაქტობრივად, მან შექმნა ეპოქა ყველა ჩვენგანისათვის, პატრიარქი და პიროვნება გაიგივებული იყო, მაგრამ ისტორიამ თავისი ქნა, მისი უწმინდესობა და უნეტარესობა ზეციურ საქართველოს შეერთო და ახლა ახალი ეტაპი იწყება.

ბევრი გამოწვევის წინაშე დგას დღეს ჩვენი ეკლესია, ბევრი სიხარული და განსაცდელი გველის წინ, ეს ბუნებრივია, ეკლესიის ცხოვრება ასეთია ოდითგან და ვსასოებთ ღმერთს, რომ ბიბლიის და წმინდა წერილების პრინციპებით მართავს მისი უწმინდესობა და უნეტარესობა შიო III საქართველოს უწმინდეს მართლმადიდებელ ეკლესიას, იმ მამამთავართა დარად, რომელთა სახელებიც დღეს ოქროს ასოებით არის ჩვენი ეკლესიის ისტორიაში დაწერილი.

დღევანდელი დღე, თანამედროვეობა, განსაკუთრებულია, არ ჰგავს არც ერთ ეპოქას და ეკლესიის ლოცვით, ღვთის შეწევნით ყველაფერი იქნება როგორც ღვთისთვის სათნოა, – აღნიშნა დეკანოზმა ვლადიმერ ვახტანგაძემ.

რუსთავი 2

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
Close