ირმა ინაშვილი, პარლამენტის ვიცე-სპიკერი:

_ როცა ბიძინა ივანიშვილმა ისაუბრა გუნდის ეპიზოდზე (თუ რატომ არ პასუხობს გაბედულად გუნდი მისი ლიდერისადმი, ბიძინა ივანიშვილისადმი გავრცელებულ ათასგვარ ჭორ-მართალს), გუნდის ზოგიერთმა წევრმა ივანიშვილის პასუხი აღიქვა თავისგამოჩენის საშუალებად. არადა, ივანიშვილს აშკარად არ უთქვამს, -ხოტბა შემასხითო. ხმა ამოიღეთ, დაიცავით პრინციპები და სიმართლე, როცა საჭიროაო, მარტივად ეს თქვა. ივანიშვილს კარგად ესმის, რომ დღეს მისთვის ყველაზე დიდი მტერი მაქებარი და მადიდებელი სიტყვაა. ზოგიერთებს ვკარნახობ: ზედმეტი ეპითეტების ძიებით თავს ნუ შეიწუხებთ, თქვენს ლიდერს ეს ძალიან, ძალიან არ მოწონს.

დილიდან კი, დაიწყო და რა დაიწყო.

არაფერი ამკობს ზოგიერთ პოლიტიკოსს ისე, როგორც “ენა ტკბილადმოუბარი”. შევარდნაძეს რომ მამიკოს ეძახდნენ, ის რეფორმატორები გამახსენდა. შენა ხარ ჩვენი მამაც, დედაც და მესიაცო… ამას, საკუთარი მამების არ რცხვენოდათ, მთავრობის სხდომებზე საჯაროდ ლაპარაკობდნენ… და ბოლოს, შევარდნაძე სწორედ ამ “ტკბილადმოუბარმა” ხალხმა ჩამოაგდო.

კომენტარები
Загрузка...