პოლიტიკა

,,საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველო” განცხადებას აქვეყნებს

არასამთავრობო ორგანიზაცია საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველო განცხადებას აქვეყნებს:

,,დღეს საქართველოს პარლამენტმა მესამე მოსმენით მიიღო საკონსტიტუციო ცვლილებები, რომელიც პარლამენტის საარჩევნო სისტემის რეფორმას ისახავს მიზნად. მივესალმებით პარლამენტის გადაწყვეტილებას, ვინაიდან მიგვაჩნია, რომ აღნიშნული ცვლილებები არსებულ შერეულ საარჩევნო სისტემას უფრო სამართლიანს გახდის და მნიშვნელოვნად შეამცირებს ამომრჩევლის განწყობასა და საპარლამენტო მანდატების განაწილებას შორის არსებულ დისპროპორციას.

? ამავე დროს, უახლოეს პერიოდში პარლამენტი დაიწყებს „საარჩევნო კოდექსში” და სხვა მომიჯნავე კანონებში ცვლილებების განხილვას. მნიშვნელოვანია, რომ ამ პროცესში მაქსიმალურად იყოს გათვალისწინებული „ეუთო-ოდირის” და სხვა საერთაშორისო და ადგილობრივი სადამკვირვებლო ორგანიზაციების, ასევე, პოლიტიკური პარტიებისა და სხვა ჩართული მხარეების რეკომენდაციები.

? საქართველოს წინ მნიშვნელოვანი საპარლამენტო არჩევნები ელოდება. ქვეყნის სწრაფი დემოკრატიული განვითარებისთვის აუცილებელია საარჩევნო კამპანია ჩატარდეს მშვიდ, ძალადობისა და ზეწოლისგან თავისუფალ გარემოში, რათა საარჩევნო სუბიექტებს მიეცეთ შესაძლებლობა, საკუთარი საარჩევნო პროგრამები გააცნონ ამომრჩევლებს, საქართველოს მოქალაქეებმა კი, ინფორმირებული არჩევანის გაკეთება ზედმეტი ჩარევის გარეშე შეძლოს”.

Related Articles

Back to top button
Close