საზოგადოება

გიორგი თევზაძე: ვერავინ შეძლებს სამეგრელოს მოსახლეობის შეცდომაში შეყვანას

უფლებადამცველი გიორგი თევზაძე ძალოვან სტრუქტურებს მიმართავს  და მოუწოდებს, ზუგდიდში, ზვიად გამსახურდიას ძეგლთან გამართული თავყრილობით დაინტერესდნენ.

გიორგი თევზაძე:

_ შესასწავლი ხომ არ არის ის მცირე ჯგუფი, რომელიც საქართველოს არაკეთილმოსურნე, იმ მესამე ძალის მიერ შეიძლება იყოს წაქეზებული, მხარდაჭერილი ან გამოყენებული, რომელსაც საქართველოში დესტაბილიზაცია აწყობს. ამის პრაქტიკული გამოცდილება რუსეთს გააჩნია, მაგრამ ნებისმიერმა არაკეთილმოსურნე მესამე ძალამ უნდა იცოდეს, რომ საქართველოს ერთ-ერთ ძირძველ რეგიონში, სამეგრელოში, თუკი მართლაც ადგილი აქვს ასეთი შეკრებების მცდელობას გარკვეული მოქალაქეების შეცდომაში შეყვანის გზით, ეს ყოველთვის უშედეგო დასრულდება.  სამეგრელოს შვილები ერთ-ერთი ღირსეულ ქართველები და თავისი ქვეყნის უბადლო პატრიოტები არიან. ვერავინ შეძლებს მათ შეცდომაში შეყვანას და გამოყენებას საქართველოს ინტერესების წინააღმდეგ.

შეგახსენებთ, რომ საინფორმაციო სააგენტომ J HTTP://SAMEGRELORM.GE ANUARY 26, 2018 წელს გაავრცელა ინფორმაცია, რომ  „ზუგდიდის ცენტრალურ ბულვარში, ზვიად გამსახურდიას ძეგლთან, მეგრულისთვის რეგიონალური ენის სტატუსის მინიჭების მოთხოვნით აქცია გაიმართა. ორგანიზატორები სტატუსის გარდა, სკოლებსა და ბაღებში მეგრული ენის სწავლებასა და ეკლესიებში ქადაგებას ამავე ენაზე ითხოვენ. წინააღმდეგ შემთხვევაში კი მეგრული ენის გაქრობის საფრთხეს ხედავენ.
„ბაღში ბავშვმა უნდა იცოდეს მეგრული ენა მშობლისგან, იქ კი ქართულს სწავლობდეს. პირველი 6 კლასი უნდა იყოს სწავლება მეგრულად, შემდეგ კი ქართულად, ღვთისმსახურება კი ბატონო, იყოს ქართული, მაგრამ სასულიერო პირმა მიმართოს მრევლს მეგრულად. მეგრელმა, სასურველია, მეგრულად ილოცოს. მოვითხოვთ ხელმოწერის რატიფიცირებას, რომელიც ჯერ კიდევ 1999 წელს ევროსაბჭოში დაიდო“, – აღნიშნა აქციის ორგანიზატორმა „აიას“ თავმჯდომარემ ედემ იზორიამ.
მისივე თქმით, შესაბამისი მოთხოვნების შესასრულებლად ისინი ხელისუფლებასა და პატრიარქს მიმართავენ და დოკუმენტს ხელმოწერებით შესაბამის უწყებებს მიაწვდიან.
აქციას ზუგდიდის ცენტრში 40-ზე მეტი მოქალაქე დაესწრო. რეგიონალური ენების ან ენობრივ უცირესობათა ევროპის ქარტია ძალაში 1998 წელს შევიდა. საქართველო ევროსაბჭოს წევრი 1999 წელს გახდა, თუმცა ქარტიის რატიფიცირება ამ დრომდე არ მოუხდენია. რატიფიცირების შემთხვევაში, სახელმწიფოს სხვადასხვა ვალდებულების შესრულება დაეკისრება.“

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
Close