საზოგადოება

რატომ არ შეიძლება სალომე ზურაბიშვილის არჩევა საქართველოს პრეზიდენტად

ზურაბ თოდუა, ადვოკატი:

_ ქართული პოლიტიკური კულტურის ტრადიციების წყვეტის ფაქტი, რაც რუსეთის სახელმწიფოს მიერ სახელმწიფოებრიობის გაუქმების თითქმის სამასაწლოვანი უღელის შედეგია, ქართული პოლიტიკური რეალობის ყველა სფეროში ისეც კაშკაშებს.

ქართველი ამომრჩეველი წინასაარჩევნოდ სწორედ რომ ამ კულტურის, ტრადიციების უქონლობის გამო ხშირად ხდება მოსყიდვის, ან კიდევ დაუსაბუთებელი, ანტისახელმწიფოებრივი, ანტიქარტული აგიტაციის ზეგავლენის ქვეშ. ასეთი „არჩევნების“ შედეგები ერის მომავალზე ძალზე უარყოფითად აისახება.

დღევანდელ ამომრჩეველს, საქართველოს პრეზიდენტის არჩევნებზე არჩევანის გაკეთებამდე ესაჭიროება რამდენიმე კითხვაზე დაფიქრება.

საპრეზიდენტო კანდიდატი სალომე ზურაბიშვილის ნაწილში ამომრჩეველმა ორ აუცილებელ გარემოებაზე უნდა გაამახვილოს ყურადღება:

  1. ქალბატონ სალომე უარყოფით კონტექსტში მოიხსენიებს საქართველოს ხელისუფლებას, როდესაც აცხადებს, რომ 2008 წლის აგვისტოს ომი საქრთველომ დაიწყო.

ლეგიტიმური კითხვა გამაჩნია – თუნდაც რომ ეს ასე იყოს, ხელისუფლების გადაწყვეტილება გაათავისუფლოს ოკუპირებული ტერიტორია სხვა ქვეყნის სამხედრო ძალისაგან და იქ განავრცოს მისი იურისდიქცია, რატომ უნდა შეფასედეს უარყოფით ქმედებად და რატომ არ უნდა ჩაითვალოს ქმედება სახელმწიფოს უპირველეს მოვალეობად.

ამ პოზიციით, საპრეზიდენტო კანდიდატი აანონსებს, რომ საქართველოს პრეზიდენტი, ქვეყნის უმაღლესი მთავარსარდალი ტერიტორიული მთლიანობის თვალსაზრისით  უმოქმედო იქნება.

  1. ქალბატონ სალომეს გააჩნია მკვეთრი დამოკიდებულება 1992 წელს სრულაიდ საქართველოს პოლიტიკური ნების წინააღმდეგ სრულიად ეროვნული ხელისუფლების ძალადობრივი გზით შეცვლის ნაწილში, როდესაც იგი მიესალმა ეროვნული ხელისუფლების დამხობას და წაახალისა რუსეთის იმპერიული ძალების მიერ განხორციელებული სამხედრო სახელმწიფო ძალადობა.

აქაც ლეგიტიმური კითხვა უნდა დაებადოს ამომრჩეველს – ღირსია კი იყოს იმ ქვეყნის პრეზიდენტად პირი, რომელიც მხარს უჭერდა იგივე ქვეყნის სრულიად კანონიერ და ეროვნული პრეზიდენტის დამხობას უცხო ქვეყნის ძალების მეშვეობთ.

. .. .. .. .. .. .. .. . . . . . . . .

მე პირადად, როგორც ერთ ამომრჩეველს მიმაჩნია, რომ პრეზიდენტი (თუნდაც ნომინალური უფლებების მქონე, როგორიც საქართველოს სინამდვილეში იქნება) არ შეიძლება იყოს პირი, რომელიც ამ ორ ზემოთქმულ კრიტერიუმს არ აკმაყოფილებს.

პოლიტიკურ თავხედობად მიმაჩნია ასეთი პოლიტიკური ხედვების მატარებელი პოლიტიკოსის მიერ ამომრჩევლებისადმი შეთავაზება აირჩიონ იგი ქვეყნის პირველ პირად. ამ პოლიტიკური თავხედობის საფუძველი სწორედ რომ პოლიტიკური ტრადიციების წყვეტა, არასათანადო პოლიტიკური დონეა. პოლიტიკურად გაცნობიერებული ამომრჩეველს ვერც ქალბატონი სალომე გაუბედავდა მისი პოლიტიკური აპეტიტების გამხელას და დარჩებოდა მხოლოდ ოცნებად.

ოცნებაში დარჩენილი, დაპაუზებული პოლიტიკოსების სიმრავლე მომავალ არჩევნებზე, ერის პოლიტიკურ კულტურაზე მხოლოდ დადებითად აისახება.

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
Close