“დაუყოვნებლივ გაათავისუფლეთ სააკაშვილი”_ იულია ტიმოშენკო პოროშენკოს მიმართავს
იულია ტიმოშენკო პეტრო პოროშენკოს მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლებისკენ მოუწოდებს. პარტია “ბატკივშჩინას” ლიდერმა უკრაინის პრეზიდენტს ფეისბუქის საშუალებით მიმართა.
იულია ტიმოშენკომ ოდესის ყოფილი გუბერნატორისა და მის დაკავებას შორის პარალელი გაავლო.
“მესმის, რომ მიხეილ სააკაშვილი ჩასვა არა გენერალურმა პროკურორმა, არა სასამართლომ, არა რომელიმე სხვა სამართალდამცველმა სტრუქტურამ, ის ჩასვით ზუსტად თქვენ. ამიტომაც მოგმართავთ თქვენ, დაუყოვნებლივ გააუქმეთ თქვენი ყველა ბრძანება. ნუ შეარცხვენთ უკრაინას მთელი მსოფლიოსა და საკუთარი ერის თვალში. დაუყოვნებლივ გაათავისუფლეთ სააკაშვილი,”- წერს იულია ტიმოშენკო.
პარტია “ბატკივშჩინას” ლიდერის თქმით, პრეზიდენტობის მეოთხე წელს პოროშენკო ერთდროულად გახდა პრეზიდენტი, პროკურორი, პარლამენტი, მთავრობა, სასამართლო და ყველა ტელეკომპანიის გენერალური პროდიუსერი.
“ახლა თქვენ ყველა ოპონენტს გისოსებს მიღმა ისვრით. ისე, როგორც ამას იანუკოვიჩი აკეთებდა. გახსოვდეთ, როგორ დასრულდა ყველაფერი,”- მიმართავს იულია ტიმოშენკო უკრაინის პრეზიდენტს.