საზოგადოება

,,ირაკლი კობახიძე არ მიდის პარტია ,,ქართული ოცნების” თავმჯდომარეობიდან, თუმცა…”

,,თეა წულუკიანიც მიდის, ოღონდ ბოდბეს დედათა მონასტერში მონაზვნად, თუმცა, მონასტრის წინამძღვარი უარს ეუბნება, ადგილები არ გვაქვსო"

პატარა წავიფანტაზიორე წასვლების თემაზე უტოპიიის ამბავში და ძაანაც მკაცრად ნუ განმსჯით.
წარმოიდგინეთ რომ:
* ბიძინა ივანიშვილი აცხადებს, რომ ახლა მართლა მიდის პოლიტიკიდან და მართლა მიდის. მიფრინავს სეიშელის კუნძულებზე, იწყებს ვიქტორიას დენდროლოგიური პარკის გაშენებას და ცდილობს გიგანტურ სეკვოიები გამოზიდოს ამერიკიდან, მაგრამ არ ატანენ.
* მიხეილ სააკაშვილი აცხადებს, რომ რახან რუსი ოლიგარქი აღარ აზის მაჯლაჯუნასავით მის სამშობლოს, ისიც მიდის პოლიტიკიდან, უბრუნდება ლექციების კითხვას ამერიკაში და პარტიას უტოვებს მის ამჟამინდელ ლიდერებს. ყველას ჰგონია, რომ იტყუება და არსადაც არ მიდის, მაგრამ ნურას უკაცრავად! ცოტა ხანში ამერიკელ სტუდენტებთან გადაღებულ სელფს აქვეყნებს ნიუ-იორკიდან წარწერით, „მარად და ყველგან საქართველოვ მე ვარ შენთანა“, ოღონდ ციტატის ავტორად შეცდომით გალაკტიონს უთითებს.
* გიგა ბოკერია ამბობს, რახან ეს ორი მონსტრი წავიდა, მე რაღა მინდა პოლიტიკაშიო, ტოვებს პარტიას და მიდის თამარ ჩერგოლეიშვილთან ტაბულაში მიმომხილველად, მაგრამ მიმოხილვების მიწოდებას სულ აგვიანებს და თამარა აღარ უქვეყნებს.
* ირაკლი კობახიძე არ მიდის პარტია ქართული ოცნების თავმჯდომარეობიდან, თუმცა სანამ ამას განაცხადებს, მანამდე აღმოაჩენს, რომ მის გარდა პარტიიდან ყველა წასულა. ამის მერე ურეკავს ირაკლი ღარიბაშვილს, რა ხდება ხომ არ იციო, ის კიდევ ეუბნება აზრზე არა ვარ და თან არ მცალია, ახლა ლილოში ვდგავარ, დედოფლისწყაროს მარშუტკას ველოდებიო.
* შარლ მიშელი მიდის ევროპის საბჭოს პრეზიდენტობიდან და სალომე ზურაბიშვილს ურეკავს, იქნებ ძველ ქალაქში კაი ოთხოთახიანი გამიხერხოო. სალომე დაუფიქრებლად ამისამართებს მას ბინების მაკლერ გურამ ფალავანდიშვილთან და როცა ახსენდება, რომ ეს ის მიშელია და ის კიდევ ის გურამი, სასწრაფოდ მიდის უხელფასო შვებულებაში და აღარ ბრუნდება.
* თეა წულუკიანიც მიდის, ოღონდ ბოდბეს დედათა მონასტერში მონაზვნად, თუმცა, მონასტრის წინამძღვარი უარს ეუბნება, ადგილები არ გვაქვსო.
* ერთადერთი შალვა ნათელაშვილი არ მიდის არსად და ისევ იქ რჩება სადაც მანამდე იყო.
დავით ზურაბიშვილი, პოლიტიკოსი

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
Close