საზოგადოება

ვალეში ახალგაზრდა კაცი გარდაცვლილი იპოვეს

ვალეს საბავშვო ბაღსა და კულტურის სახლის სარემონტო სამუშაოებზე დასაქმებული 39 წლის კაცი, ნაქირავები სახლის აბაზანაში გარდაცვლილი დღეს, მუშებმა იპოვეს. ინფორმაციას ახალციხის ადგილობრივი ტელეკომპანია “მეცხრე არხი” ავრცელებს.

ტელეკომპანიის ინფორმაციით, მ.კ ვალეში სამუშაოდ დაახლოებით ხუთი თვის წინ ჩავიდა და ბინა იქირავა.

მ.კ ერთ-ერთი იყო იმ აქციის მონაწილეებს შორის, რომლებმაც ვალეში სახელფასო დავალიანების ანაზღაურების მოთხოვნით 27 დეკემბერს აქცია გამართეს. მუშები ბოლო ოთხი თვის ხელფასის დარიცხვას ითხოვდნენ, წინააღმდეგ შემთხვევაში კი სამუშაოების შეჩერებითა და გზის გადაკეტვით იმუქრებოდნენ.

ადგილობრივების თქმით, მ.კ -ს ბევრი ვალი ჰქონდა და იმის გამო, რომ ხელფასს ვერ იღებდა, ვერც ბინის ქირას ისტუმრებდა.

როგორც შინაგან საქმეთა სამინისტროში აცხადებენ, მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით დაიწყო, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
Close