პარლამენტის წევრი ემზარ კვიციანი პარლამენტის თავმჯდომარეს ღია წერილით მიმართავს, რომელსაც სოციალურ ქსელში აქვეყნებს:

   ,,ღია წერილი საქართველოს პარლამენტის თავჯდომარეს, ბატონ ირაკლი კობახიძეს:
ბატონო ირაკლი,თარიღი ზუსტად არ მახსოვს როდის, მაგრამ მე და ფრაქცია პატრიოტების თავჯდომარემ გიორგი ლომიამ მოგმართეთ განცხადებით, აწ უკვე მსჯავრდებულ დეკანოზი მამა გიორგი მამალაძესთან შეხვედრის ნებართვისთვის. თქვენი ბრძანებით აღჭურვილები მივედით ეგრეთწოდებული “მატროსოვის” პენიტენციურ დაწესებულებაში, საიდანაც ჩვენ უარით გამოგვისტუმრა უშუალოდ ხელმძღვანელმა, ზ.ჯამატაშვილმა და არ შეგვახვედრა ბრალდებულს იმ მიზეზით, რომ თითქოს, მას არ ჰქონდა სურვილი ჩვენთან შეხვედრის (განცხადებაც წაგვაკითხა მამა გიორგის მიერ დაწერილი). ახლა კი მივიღე მამა გიორგის წერილი და თავად წაიკითხეთ განცხადება, რომელიც დაწერილია მამა გიორგის მიერ და თავად გამოიტანეთ დასკვნა, თუ რასთან გვაქვს საქმე!

 უბრალოდ, საქართველოში, პარლამენტის ინსტიტუტი არის დაკნინებული და ასე ხდება უკვე მთელი ეს პერიოდი, რაც მე-9-ე მოწვევის პარლამენტი არსებობს. ეს მიანიშნებს იმაზე, რომ სუსტია ხელმძღვანელი და მმართველი გუნდი, რომელიც დღეს მართავს საქართველოს პარლამენტს!

 კატეგორიულად მოვითხოვ, დაიწყოს გამოძიება, რატომ იცრუა პენიტენციალური დაწესებულების ხელმძღვანელმა და ვისი დავალებით მოქმედებდა მაფიოზური მეთოდებით?!
უშუალოდ, თქვენგან მოვითხოვ ბატონო ირაკლი,რომ აიყვანოთ პირად კონტროლზე რათა დავადგინოთ რატომ არ შეასრულა საქართველოს პარლამენტის თავჯდომარის ბრძანება ბ.ზაზა ჯამატაშვილმა და რატომ არ შეახვედრა მსჯავრდებულს პარლამენტარები .მსჯავრდებულს რომლის დაკავებასთან დაკავშირებით დღესაც გაუცემელია უამრავი კითხვაზე პასუხი და არსებობს საზოგადოებაში ეჭვი ,რომ ერთ-ერთი ერდგული საყრდენი გამოაცალეს მის უწმინდესობას.სწორედ ეს ფაქტი, რასაც თქვენ აქ ხედავთ აღრმავებს ამ ეჭვებს!!!დღესვე მოგმართავთ კიდევ ერთხელ განცხადებით რათა უკვე მსჟავრდებულის მოთხოვნით, რომელსაც ამ განცხადებაში ხედავთ,გთხოვოთ თანხმობა მსჯავრდებული მამა გიორგი დეკანოზის მონახულებაზე.დიდება ღმერთს…”

.

.

კომენტარები
Загрузка...