საზოგადოება

ყველასთვის საყვარელი, უნიჭიერესი პოეტი ია ნანეიშვილი რეანიმაციაში, სიცოცხლისთვის იბრძვის

,,იას სიცოცხლის გადასარჩენად თითოეული ლარი მნიშვნელოვანია. გთხოვთ, ერთად გადავარჩინოთ მისი სიცოცხლე..."

პოეტ ია ნანეიშვილს, რომლის ლექსებსაც მრავალათასიანი აუდიტორია ჰყავს და მისი ლექსები თუ ჩანახატები ინტერნეტსივრცეში, შეიძლება ითქვას, ხელიდან ხელში გადადის, დღეს თავისი გულშემატკივრების გვერდში დგომა სჭირდება. მის ცხოვრებაში მძიმე პერიოდი დაბრუნდა – ახალგაზრდა ქალი, ორი შვილის დედა ისევ მძიმე სენს ებრძვის.

,,ძვირფასო მეგობრებო, იას გულშემატკივრებო და კეთილო ადამიანებო,  მოგმართავთ თხოვნით, თქვენთვის ყველასთვის ნაცნობი, ყველასთვის საყვარელი,ულამაზესი და უნიჭიერესი პოეტი ია ნანეიშვილი იმყოფება რეანიმაციაში და ისევ იბრძვის სიცოცხლისათვის. ისევ ებრძვის ვერაგ დაავადებას, რომელიც ერთხელ უკვე დაამარცხა.
მისი მდგომარეობა ძალიან რთულია. მას ასევე გაჩერებული აქვს ორივე თირკმელი. ექიმები ყველაფერს აკეთებენ მის გადასარჩენად, მაგრამ ამაოდ. იას სიცოცხლის გადასარჩენად თითოეული ლარი მნიშვნელობანია.
გთხოვთ, ერთად გადავარჩინოთ იას სიცოცხლე. ია იცოცხლებს! ვილოცოთ მისი სიცოცხლისთვის. მას უფალი არ გაწირავს! ისევ გაათბობს თითოეული ჩვენგანის გულს სითბოთი და სიყვარულით
ანგარიშის ნომერი:
 GE19LB0711116108736000
GE75TB7379245064300003
მიმღები: თეონა ზუხბაია”.
ია ნანეიშვილი ,,სარკესთან” ამბობდა: ,,ზოგჯერ საკუთარ დარდებზეც უნდა გაიცინო, თორემ ცხოვრება შეგშლის.მამაცი და შეუპოვარი უნდა იყო. ცხოვრება ვერ იტანს წუწუნა და სუსტ ადამიანებს

პოეტი ია ნანეიშვილი სოციალურ ქსელში სულ რამდენიმე წლის წინ გამოჩნდა და თავისი ლექსებით მრავალათასიანი აუდიტორია მიიზიდა. მისი ლექსები და ჩანახატები ინტერნეტსივრცეში, შეიძლება ითქვას, ხელიდან ხელში გადადის, ზოგჯერ უავტოროდ, ზოგჯერ სხვა ავტორის გვარითაც.

პოეტს 4 წლის წინ მოულოდნელად მძიმე განსაცდელი დაატყდა თავს, ვერაგ დაავადებასთან – მწვავე ლეიკემიასთან მოუწია გამკლავება. ამ რთულ ბრძოლაში ლექსების წერა ეხმარებოდა. იმავე პერიოდში გამოიცა მისი პირველი კრებულიც ,,ნაბიჯ-ნაბიჯ თქვენთან ერთად ვივლი”, რასაც სხვა კრებულებიც მოჰყვა. თავისი ცხოვრების გზაზე პოეტი ,,სარკის” მკითხველებსაც უამბობს:

-აღმოჩნდა, რომ ჩემი განცდები ასობით ადამიანის განცდებთან თანხვედრაშია. ვწერ იმას, რასაც გული მკარნახობს. მეუბნებიან, რომ მახვილიანი კალამი მაქვს, რადგან სათქმელი ყოველთვის მიზანში ხვდება… როდესაც ავად ვიყავი, ჩემი ყველაზე დიდი მეგობარი, მრჩეველი მე ვიყავი. ზოგჯერ საკუთარ დარდებზეც უნდა გაიცინო, თორემ ცხოვრება შეგშლის.მამაცი და შეუპოვარი უნდა იყო. ცხოვრება ვერ იტანს წუწუნა და სუსტ ადამიანებს…

ქიმიოთერაპიის ერთ-ერთი კურსის შემდეგ სახლში გამწერეს. ფეხზე დგომის ძალა აღარ მქონდა. რა უნდა მექნა ასეთ დროს?! საკუთარი თავი უნდა გადამერჩინა! მეც ავდექი და უძლურება ძალად გადავაქციე. ფსკერიდან საკუთარი სიცოცხლე ამოვიყვანე…

 მწვავე ლეიკემია დაამარცხეთ და ამ თემას წიგნი მიუძღვენით. რას ურჩევთ მსგავსი განსაცდელში მყოფებს?

– ერთი წამითაც არ იფიქრონ სიკვდილზე! ბრძოლა სისხლის უკანასკნელ წვეთამდე! თუ გინდა, იცოცხლო, უნდა დაიჯერო, რომ გადარჩები. მადლობა ჰემატოლოგს, ლია კარკაძეს, რომელმაც სიცოცხლე შემინარჩუნა.

წყარო: ჟურნალი ,,სარკე”

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
Close