საზოგადოება

ქუთაისში, პარლამენტის ყოფილ შენობასთან, ლეიბორისტებმა აქცია გამართეს

 ქუთაისი უნდა გახდეს ინოვაციებისა და ტექნოლოგიების ცენტრი – განაცხადა ლეიბორისტული პარტიის ლიდერმა შალვა ნათელაშვილმა დღეს ქუთაისში პარლამენტის ყოფილ შენობასთან გამართულ აქციაზე.
 “სამთავრობო კომპლექსში, რომელიც გარშემოა, უნდა გაიხსნას მსოფლიო ინოვაციების ცენტრი, აქვე უნდა განლაგდეს სტარტაპების, ტექნოპარკების, საგრანტო სისტემების დაწესებულები და აქვე გადმოვა ქუთაისის ტექნოლოგიების უნივერსიტეტი თავისი საერთო საცხოვრებლით, ხოლო იქ მყოფ სტუდენტებს მიეცემათ სახელმწიფო სტიპენდიები და ქუთაისიდან დამთავრდება სწავლაში ფულის გამორთმევა, სწავლაში ბიზნესის კეთება, რითაც დაკავებულია ეს რეჟიმი. ქუთაისი მსოფლიოს სიამაყეა. აქ დაიბადა აარაერთი პლანეტარული მასშტაბის მოღვაწე და მოაზროვნე” – განაცხადა ლეიბორისტული პარტიის თავმჯდომარემ შალვა ნათელაშვილმა.

Related Articles

Back to top button
Close