საზოგადოება

საქართველოში მობილური მავნებლების შეტევა გახშირდა_ ექსპერტების რჩევები

საქართველოში მობილური მავნებლების შეტევა გახშირდა, ხოლო მობილური ფინანსური საშიშროება  შემცირდა

 თბილისი, 11 დეკემბერი.  2019 წლის მესამე კვარტალში  საქართველოში  მობილურ მავნებელთა შეტევას დაექვემდებარა მომხმარებელთა 1,17% , აზერბაიჯანში ამ მაჩვენებელმა შეადგინა 3,8%, ხოლო სომხეთში – 1,86%.

2019 წლის მეორე კვარტალში კვარტალში  საქართველოში  მობილურ მავნებელთა შეტევას დაექვემდებარა მომხმარებელთა 1,67 % , აზერბაიჯანში ამ მაჩვენებელმა შეადგინა 4,05 %, ხოლო სომხეთში – 2,08%. ამის შესახებ მოწმობენ  „კასპერსკის ლაბორატორიის“ მონაცემები, რომლის  თანახმადაც  ივლის-სექტემბერში  მობილური თავდასხმები ყველაზე მეტად განიცადა ირანმა და შეადგინა 52, 68%.

საქართველოში შემცირდა საბანკო ტროიანული პროგრამებით თავდასხმის რიცხვი. თუ ეს მავნებლები 2019 წლის მეორე კვარტალში თავს დაესხნენ საქართველოს მომხმარებელთა 0,08%, მესამე კვარტალში  ეს მაჩვენებელი შემცირდა 0,06%-მდე.  აზერბაიჯანში ამ მაჩვენებელმა შეადგინა შესაბამისად 0,07% და 0,08%,  სომხეთში კი დარჩა ისევ 0,1%-ზე. ივლის- სექტემბერში საბანკო ტროიანული პროგრამები ყველაზე მეტად უტევდნენ რუსეთს და შეადგინა 0,30%.

ექსპერტები გვირჩევენ, რომ მობილურ მავნებლებთაგან  თავის დაცვის მიზნით  აპლიკაციები ავტვირთოთ მხოლოდ სანდო წყაროებისაგან  სხვა მესამე წყაროდან გამოთიშულ მდგომარეობაში.  გარდა ამისა,  სისტემა და პროგრამები ხშირად განვაახლოთ, ვისარგებლოთ უფრო ახალი და აქტუალური ვერსიებით. მომხმარებლებმა არ უნდა დაკარგონ სიფხიზლე და  არ უნდა უპასუხონ  საეჭვო წინადადებებეს, არ უნდა გადავიდნენ ელექტრონული წერილების, სოციალური ქსელების, მესენჯერებისა და საიტების  ყალბ გზავნილებზე. გარდა ამისა არავის არ უნდა მივაწოდოთ პირადი და საბანკო მონაცემები,  განსაკუთრებით მათ ვინც გვთავაზობს   „ხელსაყრელ“ წინადადებას. ხოლო  ნებისმიერი ტროიანელისა და უბრალოდ მავნებლისაგან თავის დასაცავად მობილურზე უნდა დავაყენოთ ანტივირუსი, რომელიც დაგვიცავს  მავნე საიტებზე გადასვლისაგან.

წყარო: info@kaspersky.ge

Related Articles

Back to top button
Close