საზოგადოება

,,ნიკა მელიამ, მე პარლამენტს ვტოვებ, მაგრამ ენმ არაო. ანუ არც მწვადს ვწვავ და არც შამფურსო”

,,ენმ თუ მაინც რჩება პარლამენტში, ნიკა მელია გინდ გასულა, გინდ - არა"

ნიკა მელიამ მე პარლამენტს ვტოვებ, მაგრამ ენმ არაო. ანუ არც მწვადს ვწვავ და არც შამფურსო.
პარლამენტის დატოვებას მაშინ აქვს აზრი, თუ ოცნებას კვლავ ერთპარტიული პარლამენტი შერჩება ხელში. სწორედ ეს მოცემულობა მოაქცევს საქართველოს საერთაშორისო პოლიტიკურ ეპიცენტრში, რაც გამოიწვევს გარდაუვლად რიგგარეშე არჩევნებს და ოცნების ხელისუფლებიდან გაშვებას. ხოდა ენმ თუ მაინც რჩება პარლამენტში, ნიკა მელია გინდ გასულა, გინდ არა. უბრალოდ ჩვეულებრივი მასაზე გათვლილი პიარ სვლაა.
არ მინდა ვიფიქრო, რომ ენმ-ს იმ პოლიტიკური შანტაჟის შეეშინდა, რაც გულისხმობს პარლამენტიდან გასული პარტიებისთვის დაფინანსების შეჩერებას. ლეიბორისტულმა პარტიამ ეს დარტყმა მივიღეთ, უფრო დიდი და სახალხო მიზნების გამო. გაბედეთ სხვებმაც!
მიშკა ქუმსიშვილი, ლეიბორისტული პარტიის ახალგაზრდული ორგანიზაციის ხელმძღვანელი

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
Close