საზოგადოება

,,რა დაგვემართა ეგეთი, აი, ასე ჩუმად რომ ვდგავართ და ველოდებით…”

,,საცობები არაა ისე საშიში, როგორც ის, რომ ჩვენში გაჩერდეს ხმის ამოღების, ფიქრის, პროტესტის სურვილი"

ალბათ ეს კადრი ბევრად მეტს ნიშნავს, ვიდრე თვითონ კადრის შინაარსია…კარგი, ვიღაცას დავუშვათ შეეშალა, რაღაცა ვერ დათვალა…ჩვენ რა დაგვემართა ეგეთი, აი, ესე ჩუმად რომ ვდგავართ და ველოდებით ის ვიღაცეები რას მოიფიქრებენ კიდევ…
ერთხელ აშშ ექსპერიმენტი ჩაატარეს- ძაღლებს ვოლიერი შემოარტყეს და 24ვ დენს ურტყამდნენ…ერთ ძაღლს არ ურტყამდნენ მხოლოდ. მერე მოხსნეს ის ვოლიერი და ისევ ურტყამდნენ. და მოხდა რა? დენის დარტყმაზე მიჩვეული ძაღლები არ გაიქცნენ, გაიქცა მხოლოდ ის ერთი. ანუ ცოცხალი არსება ეჩვევა ძალადობას, სტრესს და რაღაც მომენტიდან ამას ღებულობს როგორც გარდაუვალ მოცემულობას რომელსაც უნდა შეეგუოს…ეს კადრიც ზუსტად იმ ექსპერიმენტის ილუსტრაციაა. აღარ არის გზაზე ვოლიერი, მაგრამ ყველანი დგანან მორჩილად და ელოდებიან…”კანონის” მიზანიც ხო ეგ არის, მიგაჩვიოს იმას, რაც ხშირად არ არის სწორი…საცობები არაა ისე საშიში, როგორც ის, რომ ჩვენში გაჩერდეს ხმის ამოღების, ფიქრის, პროტესტის სურვილი…
ირაკლი ჟვანია, ხელოვანი

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
Close