პოლიტიკა

გოკა გაბაშვილი ,,ევროპული საქართველო”-ს თბილისის სიის პირველი ნომერია

“ევროპული საქართველო”-ს თვითმმართველობის არჩევნებზე თბილისის სიის პირველ ნომრად გოკა გაბაშვილს ასახელებენ. პარტიის განცხადებით, ბაქრაძე-უგულავას გუნდი პირველად საქართველოში მიმართავს პარტიული სიის ფორმირების ღია წესს, რომელიც დაფუძნებულია ამომრჩევლის მხარდაჭერაზე.

“ქალაქ თბილისის საკრებულოს არჩევნებისთვის პარტიული სიებში პირველი ნომრის შემდეგ განლაგდებიან მაჟორიტარი კანდიდატები მაჟორიტარული საარჩევნო ოლქის რიგითი ნომრის მიხედვით. გამონაკლისი დაიშვება გენდერული პრინციპის – ყოველ ათეულში მინიმუმ 3-3 გასხვავებული სქესის წარმომადგენელი – შენარჩუნების მიზნით.”

როგორც “ევროპული საქართველოს” განცხადებაშია ნათქვამი, არჩევნების შემდეგ სიის გადანაწილება მოხდება ამომრჩევლის მხარდაჭერის კოეფიციენტის შესაბამისად.შესაბამისად, პარტიის ცნობით, საკრებულოში მოხვდება სიის პირველი ნომერი და საუკეთესო შედეგის მქონე მაჟორიტარები.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
Close