მსოფლიო

,,რუსეთი ელოდება, როდის გაიყინება მიწა, მძიმე ტექნიკით უკრაინას რომ შეუტიოს”

,,14-28 თებერვალს შორის პერიოდში მოიმატებს უკრაინაში რუსეთის შეჭრის ალბათობა"

როგორც მოსალოდნელიც იყო, მოსკოვი იწყებს ხმელთაშუა ზღვაში მყოფი 6 რუსული სადესანტო გემის შავ ზღვაში ამოყვანას (ამისთვის 5-6 დღე იქნება საჭირო).
სავარაუდოდ, ასევე 1 კვირა დასჭირდება დამატებითი რუსული სახმელეთო ნაწილების საბოლოო განთავსებას უკრაინის საზღვრებთან.
ასევე, დაახლოებით 1 კვირაში გაირკვევა დიპლომატიური შეხვედრების ბედიც.
დაახლოებით 1 კვირაშივე ელიან მიწის გაყინვას, რაც აუცილებელია მძიმე ტექნიკის თავისუფალი გადაადგილებისთვის.
აი, ამ 1 კვირის შემდეგ კი დაიწყება ყველაზე კრიტიკული 2 კვირა, როდესაც რუსეთს დასრულებული ექნება როგორც სამხედრო სამზადისი, ისე – შეტევისთვის გაყინული იქნება მიწა. შესაბამისად, მოიმატებს შეჭრის ალბათობაც.
მე არ ვამბობ, რომ სხვა დროს რუსეთი ვერ შეუტევს უკრაინას. უბრალოდ, თუ იგი ამის გაკეთებას აპირებს, ყველაზე ლოგიკური ამის გაკეთება 14-28 თებერვალს შორის პერიოდში იქნება.
ეს კარგად იციან დასავლეთშიც, სადაც საგრძნობლად მოუმატეს სამხედრო დახმარების ტემპს.
იგი ყოველდღიურად უფრო და უფრო მეტ შეიარაღებას აგზავნის უკრაინაში, რათა შეტევის დაწყების შემთხვევაში მოსკოვს არამხოლოდ ეკონომიკური საფასურის გადახდა მოუწიოს.
ზურა ბატიაშვილი, პროფესორი, აღმოსავლეთმცოდნე

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
Close