,,ამერიკის შეერთებული შტატების საელჩო ქართველ მეხანძრეებს სპეციალურ ცეცხლგამძლე ფეხსაცმელებს გადასცემსო და… მაიცათ, და ძვირფასო საქართველოს მთავრობავ, აქამდე არ ქონდათ ქართველ მეხანძრეებს ეს ამუნიცია?….  ,,ზატო” თქვენ ხო გყავთ, ძმაო, კაი ჯიპები და მეხანძრეების შუბაც არ დავხიე?” _ წერს ფეისბუქის საკუთარ გვერდზე ჟურნალისტი გიორგი ფოფხაძე.

შეგახსენებთ, რომ ამერიკის შეერთებული შტატები საქართველოს, ბორჯომის ხეობაში მომუშავე მეხანძრე- მაშველებისთვის სპეციალური ფეხსაცმელით დაეხმარება. საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოს თქმით, ცეცხლგამძლე 500 წყვილ ფეხსაცმელს ქართულ მხარეს საქართველოში აშშ-ის ელჩის მოადგილე ელიზაბეტ რუდი გადასცემს. ღონისძიება საბურთალოზე მდებარე სახანძრო-სამაშველო სამსახურის ფილიალში გაიმართება, სადაც ელჩის მოადგილე მეხანძრეებს სიმბოლურად რამდენიმე წყვილ სპეციალურ ფეხსაცმელს უსახსოვრებს.

კომენტარები
Загрузка...