პოლიტიკა

,,2012 წელს მე ძალიან დიდ იმედებს ვამყარებდი, მაგრამ ეს იმედები გამიცრუვდა” _თამაზ გაიაშვილი ,,ლელო”-ს წევრი ხდება

„ჯორჯიან ეარვეისის“ პრეზიდენტი თამაზ გაიაშვილი დღეიდან პოლიტიკური პარტია „ლელო საქართველოს“ წევრი გახდა.
ამის შესახებ განცხადება პოლიტიკური პარტია „ლელოს“ დამფუძნებლებმა მამუკა ხაზარაძემ და ბადრი ჯაფარიძემ დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადეს.

როგორც თავად თამაზ გაიაშვილი ამბობს, მისთვის ეს გადაწყვეტილება რთული მისაღები იყო.

„მე მინდა გავამახვილო ყურადღება, რომ ეს მძიმე გადაწყვეტილებაა ჩემთვის და ჩემი მეგობრებისთვის, მაგრამ მე მინდა გითხრათ რომ 2012 წელს მე ძალიან დიდ იმედებს ვამყარებდი, მაგრამ ეს იმედები გამიცრუვდა. ის კოჰაბიტაცია, სამართლიანობის აღდგენა და მთელი რიგი საკითხები… მე დავკარგე იმედი და აქედან გამომდინარე დღეს დადგა ის ჟამი, როდესაც ყველა ქართველს, რომელიც თავისი შვილების ბედითაა დაინტერესებული, დაუტოვოთ არა სახლები, ბიზნესი, არამედ დავუტოვოთ ქვეყანა, რომელშიც მათ ეცხოვრებათ. ჩვენი მთავარი მიზანია, რომ მათ ბედნიერი საქართველო დავუტოვოთ.

ჩვენ მეტი გზა არ გვქონდა დარჩენილი რომ გვეზრუნა ჩვენი ქვეყნის ბედზე“, – განაცადა გაიაშვილმა მისი „ლელოს“ წევრად წარდგენისას.

წყარო: bm.ge/ka

Related Articles

Back to top button
Close