საზოგადოება

,,კუმისელი მოჩვენება დარბის ცეცხლმოკიდებული ასანთით და წვავს ყველაფერს”

,,ბავშვთა სამყარო დაიწვა … ზოგიერთი ქვეყნისთვის გულანთებული, იმითაც კი არ ინტერესდება, თუ რა ხდება სინამდვილეში, არ ელოდება გამოძიების შედეგებს, არ ადარდებთ დაზარალებულები! უბრალოდ, არც მეტი არც ნაკლები ლანძღავს ზაზა ხატიაშვილს, რატომ იცავ დაზარალებულებსო? საშინელებაა, როდესაც იმდენი არ იცი ( არ გინდა იცოდე), რომ ზაზა ხატიაშვილი უფლებადამცველია და მისი პირდაპირი მოვალეობაა ადამიანების დაცვაა. მაშინ, როდესაც მათგან განსხვავებით, ზაზა ხატიაშვილს და მის ადვოკატებს ბევრი სიკეთე აქვთ ხალხისთვის გაკეთებული!

 ახლა ამ ადამიანებისგან მაინტერესებს, რატომ იწვის ელიავას ბაზრობა?! იმიტომ ხომ არა, რომ ქვეყანაში დაუსჯელობის სონდრომია (ერთი შეხედვით ასე ჩანს და სავალფებულოა, გამოძიების დაწყება)? არ დაისჯა ერთი, შერჩება მეორესაც! ან უბრალოდ, კუმისელი მოჩვენება დარბის ცეცხლმოკიდებული ასანთით და წვავს ყველაფერს!!!

 იმედია, ორივე შემთხვევაში გამოძიება იტყვის საბოლოო სიტყვას (ახლა თუ არა, სხვა ხელისუფელების პირობებში)! ხოლო ჩვენ, ადვოკატები, ზაზა ხატიაშვილთან ერთად დავიცავთ ყველა იმ პირს, ვისაც ჩვენი დაცვა სჭირდება….” _ აცხადებს ადვოკატთა ასოციაციის ეთიკის კომისიის წევრი, ადვოკატი ქეთი უტიაშვილი. 

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
Close