საზოგადოება

გიორგი თევზაძე: 1991 წლის 31 მარტი წარმოადგენს საქართველოსათვის ისტორიულ, უმნიშვნელოვანეს თარიღს

უფლებადამცველი გიორგი თევზაძე საქართველოს მოსახლეობას ულოცავს 31 მარტს, რომელიც წარმოადგენს საქართველოსათვის ისტორიულ, ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს თარიღს da რომელსაც ვერავინ ვერ უვლის გვერდს.

,,საზოგადოებისათვის ცნობილია, რომ, 1991 წლის 31 მარტს საქართველოს რესპუბლიკაში ჩატარდა საყოველთაო-სახალხო რეფერენდუმი, რომლის დროსაც მოსახლეობამ ერთსულოვნად დაუჭირა მხარი საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენას 1918 წლის 26 მაისის „დამოუკიდებლობის აქტის“ საფუძველზე. მაშინ რეფერენდუმში მოსახლეობა 90 %-ზე მეტმა მიიღო მონაწილეობა და 97 %-ზე მეტმა მხარი დაუჭირა საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენას“.

მნიშვნელოვანია ის, რომ რეფერენდუმში აქტიური მონაწილეობა მიიღო სამხრეთ ოსეთის ყოფილი ოლქისა და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მოსახლეობამაც, რომლებმაც რეფერენდუმში ერთსულოვნად დაუჭირეს მხარი საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენას. რომლის საფუძველზეც 1991 წლის 9 აპრილს, საქართველოს უზენაესმა საბჭომ 1918 წლის 26 მაისის საქართველოს დამოუკიდებლობის აქტის საფუძველზე მიიღო საქართველოს დამოუკიდებლობის აქტი. უნდა აღინიშნოს ისიც , რომ აშშ-ის 102-ე მოწვევის კონგრესმა იმავე დღეს, 94-ე საგანგებო რეზოლუციით ლეგიტიმურად ცნო 31 მარტის რეფერენდუმის შედეგები. 1991 წლის აგვისტოდან დეკემბრის დამლევამდე საქართველოს რესპუბლიკის დამოუკიდებლობა დე-იურედ ცნეს რუმინეთმა, უკრაინამ, თურქეთმა, ყაზახეთმა, მონღოლეთმა, ლიტვამ, კანადამ, მოლდოვამ, აზერბაიჯანმა და სომხეთმა” _ განაცხადა გიორგი თევზაძემ.

როგორც უფლებადამცველი გიორგი თევზაძე აღნიშნავს, თითეული ქართველი უნდა გაუფრთხილდეს და დაიცვას 1991 წლის 31 მარტს საერთო სახალხო რეფერენდუმის შედეგად მიღებული ეს დიდი მონაპოვარი, რამაც მყარი სამართლებრივი საფუძველი ჩაუყარა 1991 წლის 9 აპრილს საქართველოს დამოუკიდებლობის გამოცხადებას.”

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
Close