საზოგადოება

საქართველოს ბანკის მხარდაჭერით საქართველოში საჯარო მეტყველების კონკურსი ჩატარდა და გამარჯვებული გამოვლინდა

  30 მარტი, 2018   საქართველოს ბანკის, საქართველოს წამყვანი ბანკის, მხარდაჭერითა და  „ინგლისურ ენაზე მოლაპარაკეთა კავშირის“ (ESU) ორგანიზებით 16-დან 20 წლამდე ასაკის ახალგაზრდებს შორის საჯარო მეტყველების კონკურსი ჩატარდა. გამოვლინდა სამი გამარჯვებული:  მანანა ლევაშოვ-თუმანიშვილი, ირაკლი ჩხიკვაძე და თამარ ჭანტურია. პირველი ადგილის მფლობელი მანანა ლევაშოვ-თუმანიშვილი ერთი კვირით ლონდონში გაემგზავრება, სადაც მონაწილეობას მიიღებს საჯარო მეტყველების საერთაშორისო კონკურსის ფინალში.

საჯარო მეტყველების კონკურსის 10-მა მონაწილემ წელს 5 წუთიანი გამოსვლა მოამზადა თემაზე – „დიდ მხატვრებს არ აქვთ ქვეყანა”. პირველ ტურში კი  საკონკურსო თემა “მომავლის განსაზღვრის საუკეთესო გზა მისი შექმნაა”  იყო.  წელს კონკურსში მონაწილეობა 65-მა სტუდენტმა მიიღო.

საქართველოს ბანკი აღნიშნულ კონკურსს 8 წელია უჭერს მხარს, რადგან ბანკის კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობის ფარგლებში, ერთერთი მნიშვნელოვანი მიმართულება სწორედ განათლება გახლავთ. საჯარო მეტყველების კონკურსი საქართველოში 1998 წლიდან იმართება და მასში მონაწილეობა უკვე მიიღო დაახლოებით 1600-მა ახალგაზრდა ორატორმა. აქედან 35-მა  ახალგაზრდამ საერთაშორისო ორატორთა კონკურსშიც მიიღო მონაწილეობა,  რომელიც წელს ლონდონში 38-ედ იმართება.

###

საკონტაქტო პირი მედიისთვის:                                              

ხათუნა კაკაბაძე

(599) 206 246

khkakabadze@bog.ge

„საქართველოს ბანკის“ შესახებ:

საქართველოს ბანკი“ ქვეყნის წამყვანი ბანკია აქტივების (საბაზრო წილი 34.4%), სესხებისა (საბაზრო წილი 32.4%) და კლიენტთა დეპოზიტების (საბაზრო წილი 33.9%) მიხედვით (2017 წლის 31 დეკემბრის მდგომარეობით, ბანკების მიერ ეროვნული ბანკისთვის მიწოდებული ფინანსური ინფორმაციის თანახმად).  „საქართველოს ბანკი“ მის კლიენტებს სთავაზობს კორპორაციული და საცალო საბანკო, ასევე ინვესტიციების მართვის მომსახურების ფართო სპექტრს. 2017 წლის 31 დეკემბრის მდგომარეობით, „საქართველოს ბანკი“ ემსახურებოდა 2.3 მილიონ კლიენტს 281 სერვისცენტრის, 850 ბანკომატისა და 2,842 გადახდის აპარატისგან შემდგარი ქსელის, ასევე დისტანციური საბანკო მომსახურების პლატფორმისა და თანამედროვე სატელეფონო ცენტრის მეშვეობით. სრული ინფორმაციისთვის იხილეთ: www.bog.ge

„ინგლისურ ენაზე მოლაპარაკეთა კავშირისშესახებ:

ინგლისურ ენაზე მოლაპარაკეთა კავშირი“ (The English Speaking Union, ESU) დაარსდა ლონდონში 1918 წელს, როგორც დამოუკიდებელი, არაპოლიტიკური, საგანმანათლებლო, საქველმოქმედო ორგანიზაცია. მისი მფარველია ინგლისის დედოფალი ელისაბედ II, პრეზიდენტი კი პრინცესა ანა. ერთ დროს, ESU- თავმჯდომარე სერ უინსტონ ჩერჩილი იყო. კავშირს, რომელშიც გაერთიანებულია მსოფლიოს 60-ზე მეტი ქვეყანა, კულტურულსაგანმანათლებლო პროგრამების განხორციელების ხანგრძლივი ტრადიცია გააჩნია. საქართველო კავშირის წევრი 1998 წელს გახდა. ESU სარგებლობს საქართველოში ბრიტანეთის საელჩოს მხარდაჭერით“, – ნათქვამია ინფორმაციაში.

           

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
Close