საზოგადოება

საჩხერის სამედიცინო ცენტრის ინფექციონისტს კორონავირუსი დაუდასტურდა

საჩხერის მერის ბენიამინე ფალავანდიშვილის ინფორმაციით, მის მეუღლეს, რომელიც საჩხერის სამედიცინო ცენტრის ინფექციონისტია, კორონავირუსი დაუდასტურდა.

„მეუღლე მუშაობს ინფექციონისტად საჩხერის სამედიცინო ცენტრში. შესაბამისად, მას ჰქონდა ყველა ინფიცირებულთან შეხება. არ ვიცი, როგორც ჩანს, გაიპარა რაღაც შეცდომა, ჩაცმის, ეკიპირების დროს.

მეუღლე იმყოფება იზოლირებულ პალატაში. ამ წუთას აწუხებს დისკომფორტი ყელის არეში. ტემპერატურა ამ აღენიშება. მკურნალობს საჩხერის სამედიცინო ცენტრში. მეც სახლში ვარ, თვითიზოლაციაში”, – აცხადებს საჩხერის მერი.

წყარო: publika.ge

 

Related Articles

Back to top button
Close